რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში? - თბილისში აქცია გაიმართა

სამოქალაქო აქტივისტების ერთმა ჯგუფმა, თბილისში რამდენიმე ადგილას გამოფინა ბანერი წარწერით „რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში“. ფეისბუკის პირად გვერდზე აქცის გაშუქებისას სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ თქვა, რომ ეს არის ერთადერთი შეკითხვა „რომელზეც პასუხი უნდა გაგვცეს საქართველოს სახელმწიფომ“. აქციის მონაწილეებმა ბანერი გადმოფინეს მშვიდობის ხიდზე, ასევე საპატრიარქოსთან და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან. ასევე ნახეთ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის რწმუნებულები ისევ არ შეუშვეს „საპატრიარქოსთან მოვედით სიმბოლურად, ვინაიდან დამწყვდეული ჰყავთ ბავშვები და გამტაცებელს არასდროს ეკითხებიან - რა ხდება შენთან, ეს არის სახელმწიფოსთან შეკითხვა, სიმბოლურად ეს ბანერი გავშალეთ საპატრიარქოსთანაც“, - განაცხადა ნატა ფერაძემ. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლას რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვს სახალხო დამცველი. პანსიონი მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის ქვეშ არის და ომბუდსმენს უფლებამოსილების შესრულების საშუალებას სასულიერო პირები არ აძლევენ. ასევე ნახეთ: ისევ არ შეუშვეს - იქნება აქცია ნინოწმინდის პანსიონთან? ეკა სხილაძე ნინოწმინდის პანსიონზე: სახელმწიფოა ამ ბავშვებზე პასუხისმგებელი სასამართლომ PHR-ს უარი უთხრა: ნინოწმინდის პანსიონში ომბუდსმენი ისევ ვერ შევა ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკი შევიდა - ბავშვებისთვის აქცია გაიმართება თბილისში ნინოწმინდის ჩაკეტილი ბავშვთა პანსიონი - რატომ დუმს სახელმწიფო? ...
წყარო

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ