სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები დაინიშნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში ახალი გუბერნატორები დაინიშნენ. გადაწყვეტილებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავად ისაუბრა. სამეგრელო-ზემო სვანეთში გუბერნატორის თანამდებობაზე გიორგი გუგუჩია დაინიშნა. ის მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა. "ის არის ძალიან გამოცდილი კადრი. არის ზუგდიდიდან. ის ძალიან კარგად იცნობს რეგიონს. მე მჯერა, რომ ის წარმატებული გუბერნატორი იქნება და მე მას ვუსურვებ წარმატებებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. იმავე თანამდებობას შიდა ქართლში ვალერიან მჭედლიძე დაიკავებს. მანამდე ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. "ის ბატონი ლევან დავითაშვილის ძალიან წარმატებული თანამშრომელი იყო, ასე რომ, მე მას ვუსურვებ წარმატებებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, მალხაზ თორიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ცნობილი დღეს გახდა. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, არ აპირებს გასცეს პასუხი კითხვებს ამ გადაწყვეტილების მიზეზებთან დაკავშირებით. „ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე დაკავებული თანამდებობა. სხვა კითხვებზე პასუხს არ გაგცემთ“, - განაცხადა მალხაზ თორიამ. ...
წყარო

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 2 საათის წინ

Veronika

თბილისი
  • 3 საათის წინ

Lata

თბილისი
  • 5 დღის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 2 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ