ბავშვების "ფაიზერით" აცრაზე ვაქცინაციის საბჭო იმსჯელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს მედიისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა, რომ საქართველოში "ფაიზერის" შემოსვლასთან ერთად, ვაქცინაციის საბჭო გადაწყვეტს, აცრას თუ არა ბავშვები. მისი თქმით, ფაიზერის მილიონ დოზას ეტაპობრივად მიიღებს ქვეყანა და ეს პროცესი 2021 წლის მესამე კვარტალიდან დაიწყება. ჯერჯერობით "ფაიზერი" ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც "ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტომ" (FDA) დაამტკიცა და დაასკვნა, რომ ის 100 %-ით ეფექტიანია მოზარდებში. "ბევრი ქვეყანა ფიქრობს ბავშვების აცრაზე, ორნაირი შეხედულებაა და ერთიანი აზრი ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, მაგრამ უმრავლესობა მაინც ფიქრობს, რომ ბავშვთა აცრები აუცილებელი იქნება პანდემიის დასრულებისთვის. საბედნიეროდ, ბავშვებს ინფიცირებისას იოლ ფორმებში გადააქვთ ვირუსი, მაგრამ ისინი არიან სერიოზული გამავრცელებლები. ამიტომ ფიქრობს ერთი ჯგუფი, რომ ბავშვები უნდა აიცრან, მეორე შეხედულების მიხედვით კი, ფიქრობენ, რომ თუ მოსახლეობაში დაგროვდება კუმულაციური იმუნიტეტი, მაშინ შეიძლება თავი შევიკავოთ ბავშვთა აცრებისგან, სანამ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები არ დაგროვდება ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში", - განმარტა ამირან გამყრელიძემ. ამ დროისთვის 12 წლიდან ბავშვების აცრა დაწყებულია კანადაში, აშშ-სა და სინგაპურში. ივნისში კი მათ რიცხვს გერმანიაც შეუერთდება. გამყრელიძის თქმით, სანამ "ფაიზერის" ადმინისტრირება დაიწყება, ქვეყანაში უფრო მეტი მტკიცებულება გახდება ცნობილი ბავშვების აცრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. თავად ცენტრი კი ეყრდნობა იმ რეკომენდაციებს, რომელსაც გასცემენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ევროპის მარეგულირებელი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, რის საფუძველზეც მოხდება გადაწყვეტილების მიღება. "ამიტომ ჩვენი ვაქცინაციის სამეცნიერო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მოგვიანებით, მე ჩემი წინასწარი მოსაზრება მაქვს ამასთან დაკავშირებით, რომელსაც ვერ გავაჟღერებ", - განაცხადა გამყრელიძემ. ამ დროისთვის საქართველოში 4 ვაქცინით ხდება მოსახლეობის ვაქცინაცია: "ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი". ...
წყარო

Mistress

თბილისი
  • 11 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 6 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 9 საათის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Inesa

თბილისი
  • 6 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • საიტზეა

Mila

თბილისი
  • 14 თვის წინ