ავღანეთში ამოიწურა ვაქცინების მარაგი, იზრდება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი

ავღანეთში ამოიწურა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგი და ქვეყანა ახალი პარტიის მიწოდების მოლოდინშია, იმ ფონზე, როცა პანდემიის მესამე ტალღის ფარგლებში მატულობს კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი. ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, დასტაგირ ნაზარის თქმით, ვაქცინაციის პროცესი შეჩერებულია და ამჟამად აცრას მხოლოდ იმ პირებს უკეთებენ, ვისაც პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს. ავღანეთმა, რომელსაც 37 მილიონი მოსახლე ჰყავს, ჯერჯერობით ინდოეთისგან მიიღო AstraZeneca-ს ვაქცინის 500,000 დოზა და კიდევ 468,000 დოზა საერთაშორისო პროგრამის, COVAX-ის მეშვეობით. მიღებული დოზები გამოყენებულ იქნა სამედიცინო პერსონალის, სამხედროების, მასწავლებლების და მედიის მუშაკების ასაცრელად. ნაზარის თქმით, ავღანეთი "ახლო მომავალში" ჩინეთიდან ელოდება კიდევ 700,000 დოზას, თუმცა მიწოდების ზუსტი დრო უცნობია. ავღანეთმა COVAX-ისგან უნდა მიიღოს მოსახლეობის 20 პროცენტის ასაცრელი დოზა, და მთავრობას საკმარისი სახსრები აქვს ავღანელთა კიდევ 28 პროცენტის ასაცრელად სამყოფი პრეპარატის შესასყიდად. მაგრამ, ამბობს ნაზარი, "განვითარების პროცესში მყოფი ქვეყნების უმრავლესობის მსგავსად", ავღანეთის ძალისხმევას წინაღობას უქმნის ვაქცინებზე მასშტაბური გლობალური მოთხოვნა, და თან ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა ზეწოლას აძლიერებს. ...
წყარო

Babi

თბილისი
  • 2 საათის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ