საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს სთხოვენ ვაქცინის მიწოდებაში დახმარებას

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი წერილით მიმართეს ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს. პრემიერ-მინისტრები ევროკავშირს სთხოვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფაში. ისინი აღნიშნავენ პანდემიის დაწყების დღიდან ევროკავშირის მიერ პარტნიორი ქვეყნებისადმი გაწეულ მყისიერ დახმარებას COVID-19-თან და იმ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში, რაც პანდემიამ გამოიწვია. წერილში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ მიმდინარე ეტაპზე პანდემიის დამარცხებაში მასობრივ, უსაფრთხო ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიმართავს ევროკომისიას თხოვნით, რომ ევროკავშირმა საკუთარი „ვაქცინების გაზიარების მექანიზმი“ გაავრცელოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზეც, რაც სხვა წყაროებიდან მიღებულ ვაქცინებთან ერთად, დაეხმარება ამ ქვეყნებს, დროულად შეავსონ ვაქცინების მარაგი. მთავრობის ხელმძღვანელები გამოთქვამენ მზადყოფნას, გააგრძელონ ევროკომისიასთან მუშაობა ამ მიმართულებით. ...
წყარო

наталья

თბილისი
  • 33 წუთის წინ

Diko

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 3 საათის წინ

Lilu

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ