ისრაელის ოპოზიცია განაგრძობს მოლაპარაკებას ნეთანიაჰუს პოსტიდან ჩამოშორებაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მეტოქეები განაგრძობენ მოლაპარაკებას ვეტერანი ლიდერის პოსტიდან ჩამოშორებაზე, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და კოალიცია შეათანხმა, ულტრანაციონალისტური პარტიის მხარდაჭერით. "ერთ კვირაში ისრაელის სახელმწიფო ახალ ეპოქაში იქნება. ის უეცრად იქნება უფრო მშვიდი. მინისტრები სამუშაოზე ივლიან [დაძაბულობის] გაღვივების, სიცრუის, მუდმივად შიშის დანერგვის მცდელობის გარეშე" - განაცხადა ოპოზიციის ცენტრისტმა ლიდერმა, იაირ ლაპიდმა, 31 მაისს, ტელევიზიით გადაცემულ მიმართვაში და დასძინა, რომ ჯერ კიდევ ბევრი წინაღობა რჩება გადასალახი "დიდი მიზნის" მიღწევამდე. ერთი დღით ადრე, ლაპიდმა შეთანხმებას მიაღწია ულტრანაციონალისტ ნაფტალი ბენეტთან, იდეოლოგიური მეტოქეებისგან შემდგარი "ცვლილების" მთავრობის ფორმირებაზე. შეთანხმება - რომელიც საბოლოოდ 2 ივნისს უნდა დამტკიცდეს - ითვალისწინებს ბენეტის და ლაპიდის მონაცვლეობას პრემიერ-მინისტრის პოსტზე. 71 წლის ნეთანიაჰუ ამ კოალიციას ისრაელის უსაფრთხოებისთვის ცუდ გაერთიანებად მიიჩნევს. ორ თვეზე მეტი ხნის წინ ისრაელში ჩატარდა ორი წლის განმავლობაში მეოთხე არჩევნები, რომელსაც ასევე არ მოჰყოლია მკაფიო შედეგი. ნეთანიაჰუ, რომელიც სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს კორუფციის საქმეზე, ქრთამის, გაყალბების და ნდობის დარღვევის ბრალდებებით, ქვეყანას საერთო ჯამში 15 წელია მართავს. ნეთანიაჰუ ყველა ბრალდებას უარყოფს. ...
წყარო

Eva

თბილისი
  • 5 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 1 საათის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 6 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 6 დღის წინ

наталья

თბილისი
  • 2 საათის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ