მეუფე იაკობი ამბობს, რომ გახარიას პარტიას ეკლესია მხარს არ დაუჭერს

ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ამბობს, რომ ეკლესია ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას მხარს არ დაუჭერს. ამის მიზეზებზე მან ბოდბეში ქადაგების შემდეგ მედიასთან ისაუბრა. "ყველაფერი გააკეთა, რომ ესკალაცია მომხდარიყო... რატომ ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილის პროექტია, ჩემთვის გაუგებარია. მე ველოდებოდი ვის წარადგენდა თავის გუნდში და იყო ადეიშვილის კადრები, ვნახე შიგნით ადეიშვილის, მერაბიშვილის, ასევე კეზერაშვილის... გახარიამ საერთოდ გააფუჭა ეკლესიასთან ურთიერთობა..." - განაცხადა მეუფე იაკობმა. გიორგი გახარიამ პარტია 29 მაისს დააფუძნა. პარტიის დაფუძნებიდან მალევე ოპოზიციის ნაწილმა ის "ბიძინა ივანიშვილის პროექტად" მიიჩნია, მმართველმა პარტიამ კი "ნაციონალურ მოძრაობასთან" პარალელებზე ისაუბრა. გახარიამ გუშინ, 31 აგვისტოს უარყო ორივე პარტიასთან სიახლოვე. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მეუფე იაკობი გიორგი გახარიას ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიებს. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ მან თქვა, რომ გახარია მაშინდელ შინაგან საქმეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან (ვახტანგ გომელაურთან) და მაშინდელ პრემიერთან (გიორგი კვირიკაშვილთან) ერთად მას "პატრიარქის გადასაყენებლად ეჩალიჩებოდნენ". ამ საკითხზე მან 7 აპრილს კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ ფხიზელ მდგომარეობაში არ იყო და ისე მოიქცა, როგორც არ უნდა იქცეოდეს "არაქრისტიანიც კი". პრესსამსახურის განმარტებით, ის ბოდიშს იხდიდა “ბილწსიტყვაობისთვის” და არა იმ ბრალდების გამო, რომელიც პოლიტიკოსების მისამართით გამოთქვა. ...
წყარო

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 14 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • 100%

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ