რუსეთმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე სტრატეგიულ სამხედრო წვრთნას ჩაატარებს არქტიკაში

რუსეთმა განაცხადა, რომ შემოდგომაზე სტრატეგიულ სამხედრო წვრთნას ჩაატარებს არქტიკაში, რაც იმის კიდევ ერთი ნიშანია, რომ კრემლი ცდილობს გაამყაროს რეგიონში თავისი ყოფნა. 1 ივნისს რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ ჩატარდება „სტრატეგიული წვრთნა“, რათა შემოწმდეს არქტიკასა და მის გარშემო მისი „შეიარაღებული ძალებისა და ჯარების მზადყოფნა“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მანევრები ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტის „უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“. მას შემდეგ, რაც კლიმატურმა ცვლილებამ უფრო ხელმისაწვდომი გახადა არქტიკის ბუნებრივი რესურსები და საზღვაო მარშრუტები, რეგიონი სულ უფრო მიმზიდველი ხდება გლობალური კონკურენციისთვის. მაშინ, როცა მოსკოვი ცდილობს, გაამყაროს არქტიკაში თავისი გავლენა, უკანასკნელ წლებში გამწვავდა სამხედრო თემაზე დავა და რუსეთისა და ნატოს ძალები მანევრებს ატარებენ საკუთარი ამბიციების საჩვენებლად. 20 მაისს რეიკიავიკში, არქტიკული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ვაშინგტონმა მხარდაჭერა მოიპოვა, რათა შეაკავოს მოსკოვის გეგმები რუსეთის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში, ვინაიდან რუსეთი საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ხდება და სურს, ზღვაოსნობის წესები შემოიღოს ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტზე, რომელიც ნორვეგიიდან ალასკამდე მიემართება. ასევე იგეგმება სამხედრო საკითხებზე მაღალი დონის მოლაპარაკებების განახლება რვა ქვეყნისგან შემდგარ ბლოკში მას შემდეგ, რაც ეს შეწყდა 2014 წელს, როცა რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსირება მოახდინა. ...
წყარო

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 9 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ