უეფამ დაასახელა ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრები

ჩემპიონთა ლიგის დასრულებიდან ორიოდ დღეში უეფამ ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის 2020-2021 წლების სეზონის ოცდასამი გამორჩეული მოთამაშე დაასახელა. სიმბოლურ ნაკრებში, ყველაზე მეტი, შვიდი წარმომადგენელი ჰყავს ლიგის ჩემპიონ ლონდონის „ჩელსის“. ფინალისტი „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობიდან სეზონის გუნდში ხუთი ფეხბურთელი შეიყვანეს, მადრიდის „რეალიდან“ და „პარი სენ-ჟერმენიდან“ - სამ-სამი, მიუნხენის „ბაიერნიდან“ - ორი, ხოლო „პორტუდან“, „დორტმუნდიდან“ და „ბარსელონიდან“ - თითო. სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში უცვლელად იყო უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონის გუნდის წევრი. ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის გუნდი მეკარეები: ტიბო კურტუა („რეალი“), ედერსონი („მანჩესტერ სიტი“), ედუარ მენდი („ჩელსი“); მცველები: სესარ ასპილიკუეტა, ანტონიო რიუდიგერი, ბენ ჩილველი (სამივე „ჩელსი“), რუბენ დიაში („მანჩესტერ სიტი“), მარკინიოსი („პსჟ“), დავიდ ალაბა („ბაიერნი“); ნახევარმცველები: ჟორჟინიო, მეისონ მაუნტი, ნგოლო კანტე (სამივე „ჩელსი“), კევინ დე ბრუინი, ილქაი გიუნდოგანი, ფილ ფოდენი (სამივე - „მანჩესტერ სიტი“), სერჟიო ოლივეირა („პორტუ“), ლუკა მოდრიჩი („რეალი“); თავდამსხმელები: კილიან მბაპე, ნეიმარი (ორივე - „პსჟ“), ერლინგ ჰაალანდი („დორტმუნდი“), რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“), ქარიმ ბენზემა („რეალი“), ლიონელ მესი („ბარსელონა“). ...
წყარო

Lata

თბილისი
  • 5 დღის წინ

Ella

თბილისი
  • 1 საათის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 საათის წინ