„ნაციონალური მოძრაობისთვის” საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა სწორად არ მიმაჩნია, მაგრამ მათი მხრიდან მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი უხეში პოლიტიკურ შეცდომაა

„ნაციონალური მოძრაობისთვის” საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა სწორად არ მიმაჩნია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა უხეში პოლიტიკურ შეცდომაა,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, თუ „ნაციონალური მოძრაობა” ხელს არ მოაწერს მიშელის დოკუმენტს, დოკუმენტით გათვალისწინებული პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს. სამადაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” გადასაწყვეტია, რა პოზიციას დაიკავებენ ხელმოწერასთან დაკავშირებით, თუმცა, თუ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, ეს არ დაეხმარება მათ პოზიციონირებას არც საერთაშორისო ასპარეზზე და არც ქვეყნის შიგნით. „ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება, არ ვიცი, მაგრამ მათ პარლამენტში შემოსვლაზე კატეგორიული პოზიცია ჰქონდათ და ამ პოზიციას გადახედეს. ახლა აქვთ კატეგორიული პოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე. მიმაჩნია, რომ ეს არის მცდარი პოზიცია, რადგან ეს დოკუმენტი გახდება საფუძველი ქვეყნაში გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებების. ქართველი ხალხი ადეკვატურად დააფასებს იმ პოლიტიკური მოთამაშეების გადაწყვეტილებას, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა,”- განაცხადა სამადაშვილმა....
წყარო

Diko

თბილისი
  • 2 დღის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Saly

თბილისი
  • 9 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 2 საათის წინ

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 საათის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ