"ბახალა" 900 აბი სუბოტექსის საქმეზე სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

გიორგი გიორგანაშვილი, იგივე "ბახალა", თბილისის საქალაქო სასამართლოს მსგავსად სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა "ორგანიზებული დანაშაულის საქმეზე". 31 მაისს გამოტანილ გამამართლებელ განაჩენზე რადიო თავისუფლებას მისმა ადვოკატმა, შოთა კახიძემ უთხრა. ასევე ნახეთ სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი გაამართლა ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეში სამართალდამცავები "ბახალას" და კიდევ სამ პირს საქართველოში 900 აბი სუბოტექსის შემოტანას ედავებოდნენ. "2017 წლის 24 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა ჯ.ხ., რომლის მითითებითაც, რეანომობილში არსებული სამალავიდან ამოღებულ იქნა თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება", - აღნიშნული იყო მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გიორგი გიორგანაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების (0,3726 გრამი ბუპრენორფინი) შეძენა-შენახვაში და 2018 წლის 23 იანვარს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გიორგი გიორგანაშვილი, რომელიც პოლიციელებს ადანაშაულებს ნარკოტიკის ჩადებაში, ბრალს არ აღიარებს. მან უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზე. ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლომაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ასევე ნახეთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი გიორგანაშვილი პატიმრობაში დარჩება ...
წყარო

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 16 დღის წინ

Diko

თბილისი
  • 1 საათის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 6 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 9 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Mistress

თბილისი
  • 1 დღის წინ