ვიაჩესლავ ვოლოდინი: ბალტიის ქვეყნებმა, საქართველომ, ჩეხეთმა და უკრაინამ რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადონ

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ ბალტიის ქვეყნებმა, საქართველომ, უკრაინამ და ჩეხეთმა, რომლებსაც იგი „სატელიტებს“ უწოდებს, რუსეთს ბოდიში უნდა მოუხადონ. თავის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რუსი პოლიტიკოსი წერს, რომ „თვთდამკვიდრების მათეული მცდელობის გამო ჩეხეთი, უკრაინა საქართველო და ბალტიის ქვეყნები მოსაწყენად პროგნოზირებადებად იქცნენ“. რაც ვოლოდინის აზრით ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნების ყველა განცხადება იწყება პოლიტიკით და ფულის მოთხოვნით მთავრდება. „როდესაც სოციალისტური ბანაკის ქვეყნების რიგში შედიოდნენ, ეს ქვეყნები მიეჩვივნენ სხვების ხარჯზე ცხოვრებას. ეს ჩვევა დარჩა. მაგრამ ის არ შემორჩებოდა, ისინი სუვერენულ და დამოუკიდებელი რომ იყვნენ არა სიტყვით, არამედ სინამდვილეში. მაგრამ მათი არჩევანი გაკეთდა სატელიტი სახელმწიფოს სასარგებლოდ“, - წერს ვოლოდინი. უკრაინა, ვოლოდინის თანახმად, შიშობს რუსეთის გაზის ტრანზიტით მიღებული შემოსავლების დაკარგვის გამო და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის მშენებლობის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას ითხოვს. ჩეხეთი კი, რუსეთს გამოგონილ ბრალდებებს უყენებს ვრბეტიცეში საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქების გამო, წერს ვოლიდინი და დასძენს - ახლა კი საუბარი შეეხება 40 მილიონ ევროსო. „ანალოგიურად იქცევა ბალტიისპირეთი. რადგან ვერ გადაწყვიტა საკუთარი ეკონომიკური პრობლემები, კომპენსაციას ითხოვს საბჭოთა პერიოდისათვის“, წერს ვოლოდინი. რუსეთის დუმის სპიკერი ზემოხსენებულ ქვეყნებს მოუწოდებს, თავიანთ პრობლემებში დამნაშავედ ნუ გამოჰყავთ რუსეთი. „სწორი იქნებოდა ბოდიშის მოხდა და ურთიერთობის დაწყება, მომავალზე ფიქრებით“, - წერს ვიაჩესლავ ვოლოდინი. ...
წყარო

Kristina

თბილისი
  • 3 საათის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 18 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 3 საათის წინ

Inesa

თბილისი
  • 3 საათის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ