ხარისხიანი ინვესტორების სიას ველოდები გახარიასგან, ვისაც ქვეყანაში ფული ჩაადებინა, როგორც ეკონომიკის ან თუნდაც პრემიერ-მინისტრმა

“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ელოდება, ხარისხიანი ინვესტორების სიას. მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის ინვესტორების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც მისი ინფორმაციით არიან: ამერიკული Conti Group-ი, ამერიკული SSA Marine, ჰოლანდიური Van Oord-ი, ბრიტანეთში რეგისტრირებული Wondernet Express LLP (შუააზიური ბიზნესი); ბულგარეთში რეგისტრირებული G Star-ი, ჰოლანდიელი კერძო ინვესტორი ბობ მეიერი; TBC ჰოლდინგი- საქართველოEBRD- ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, OPIC – აშშ საინვესტიციო ბანკი, ADB – აზიის განვითარების ბანკი, AIIB – აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი. “ინვესტირებული 75 მლ აშშ დოლარი, 400 მლნ საკრედიტო ხაზი! ამათ დღეს გახარიამ უხარისხო ინვესტორები უწოდა. ხარისხიანი ინვესტორების სიას ველოდები გახარიასგან ვისაც ამ ქვეყანაში ფული ჩაადებინა…როგორც ეკონომიკის ან თუნდაც პრემიერ მინისტრმა. P.S. სია თუ არა ერთი ინვესტიცია დაასახელოს”,- წერს ხაზარაძე. ცნობისთვის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფოს რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და მამუკა ხაზარაძის ნაცვლად, სახელმწიფო პორტს ვერ ააშენებდა. გახარიას თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ამ ქვეყანაში უნდა აშენდეს და სამწუხაროა, რომ ის პროექტი ჩაიშალა. გახარიას აზრით, პროექტის ჩაშლის ძირითადი მიზანი უხარისხო ინვესტორი იყო....
წყარო

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 8 საათის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 16 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 8 საათის წინ