გია ხუხაშვილი: გახარია-კალაძის ტანდემი იქნებოდა „ქართული ოცნების“ საბოლოოდ ჩამოშლის ფორმულა

გახარია-კალაძის ტანდემი შეიძლება ისე საინტერესოდ გამოიყურებოდეს, რომ შეუძლია „ქართული ოცნების“ საბოლოო ჩამოშლა, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ პოლიტიკის ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის სამომავლო პერსპექტივებზე საუბრისას. გადაცემაში მან აღნიშნა, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და თბილისის მერის, კახა კალაძის პოლიტიკურ ტანდემს, შექმნის შემთხვევაში, ვერც ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მოუხერხებს რამეს: „ეს თეორიულად შესაძლებელია, ეს მართლა იქნება უძლიერესი სვლა, რაც საბოლოოდ დაასამარებს „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ გახარიას და კალაძეს ერთად შეუძლიათ „ქართული ოცნების“ ელექტორატის უდიდესი უმრავლესობა გადმოქაჩონ აქეთ და „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად დატოვონ შიშველი“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა „დილის საუბრებში“. გადაცემაში მან თქვა, რომ გიორგი გახარიას გზავნილები, მათ შორის ისინი, რომლებიც 31 მაისს პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, მიმართული იყო „ქართული ოცნების“ ელექტორატზე და გიორგი გახარიაც, საბოლოო ჯამში, არის „ქართული ოცნების“ „თავის ტკივილი“. „ანუ მისი ელექტორატი მიჰყავს. მისი პოზიციონირება არანაირად არ გულისხმობდა დანარჩენ ოპოზიციასთან კონკურენციას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა, რომლის თანახმადაც, ეს მოცემულობა დრამატულია იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნებისთვის“, ვადამდელი არჩევნების ჩატარების პირობიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ხმების 43 პროცენტის მობილიზება. გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ პოტენციალი საარჩევნო ხმების 0-15 პროცენტის ფარგლებში მერყეობს: „0-ს ვამბობ იმიტომ, რომ გახარიას რეიტინგი დღევანდელი მაინც არის ეგრეთ წოდებული მოლოდინის რეიტინგი და ეს იმდენად მყიფე პარამეტრია, რომ რაც უფრო დიდია მოლოდინი, მით უფრო მაღალია იმედგაცრუების რისკი. და ეს ჩვენ არაერთხელ გვინახავს და ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ რამეზე. სრულიად ცხადია, რომ ახლა დაიწყება მასზე მასირებული ორმხრივი შეტევა, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე ხელისუფლების მხრიდან და მან ეს განსაწმენდელი უნდა გაიაროს. ჯერ არ არის ზუსტი პასუხი იმაზე, რამდენად შეძლებს ის ამის გაკეთებას... მომავალი ერთი თვე იქნება ჩემის აზრით გადამწყვეტი, რის შემდეგაც შეგვიძლია ვისაუბროთ მის რეალურ შესაძლებლობებზე. ეს შესაძლებლობები ამ ეტაპზე ვერ იქნება სახელისუფლებო პრეტენზიის, თუმცა 10-15 პროცენტი ეს ძალიან ბევრია. უნდა გვესმოდეს, თუ დღევანდელ ვითარებაში მან მოახდინა სტაბილიზაცია და გარკვეული ელექტორალური მიზიდულობის ცენტრი გახდა,10 პროცენტიც რომ აიღოს, ეს 10 პროცენტი უკვე ოქროს გასაღებია იმისათვის, რომ მან მომავალ მმართველ...
წყარო

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 9 საათის წინ

Dina

თბილისი
  • 2 საათის წინ