მეუფე იაკობი: ჩავუდგებით ახალ ძალას და მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება – ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში

ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას და მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება – ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკურ პარტიებს საქართველოს არევას არ აპატიებს. „„ოცნებას“ სულ მერაბიშვილის, ადეიშვილის, კეზერაშვილის კადრები ჰყავს, რომლებთან კავშირში დღესაც არიან. გახარიას ამათ გამო მისცემს ამომრჩეველი ხმას. ხალხი ისეა, ეს ორი პარტია რომ არ იყოს, „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ უფრო სხვანაირი არჩევნები ჩატარდებოდა. შერიგებული ვარიანტი რომ განვიხილოთ, ყველა პარტია მოხვდებოდა პარლამენტში. ქართველი კაცი ისეთია, რომც არ მოსწონდეს მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, მიშას დაბრუნებას არ დაუშვებს. იქედან მობრუნება რომ დაიწყონ, იარაღსაც აიღებენ ხელში. ამ არჩევნებს შევხედავ, რა ხდება და რა არა, გავატარებ, მაგრამ პარტიებს არ ეგონოთ, რომ ქუჩაში კიდევ დაიწყონ ყვირილი, მერე ჩავერთვებით ყველანაირი ფორმით. საქართველოს ასეთ არევას არავის ვაპატიებთ. მანამდე ეკლესიაში მოგვარებული გვექნება მათთან, ვინც ეკლესიას მტრობს. მე ვთქვი, რომ ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას და მოფიქრებულიც გვაქვს, რაც უნდა გავაკეთოთ. არც არჩევნებზე გამარჯვება გაგვიჭირდება. ბოლოს რა პარტიებიც შემოვიდნენ არცერთ მათგანთან არ [ვითანამშრომლებთ]. ლევან ვასაძეს რა აზრები აქვს მე არ ვიცი. ახალ ძალებს პირადად ჩავუდგები სათავეში. სახელმწიფოს მომავალზე აბსოლუტურად კარგი ხედვა გვაქვს. როგორ და რატომ უნდა მოიაზრებოდეს ჩემთან [ვასაძე]? გახარიასაც თავისი მომხრეები ეყოლება, ბატონ ლევანსაც თავისი და „ნაცმოძრაობასაც“ თავისი. გეუბნებით, მე არ მაქვს კავშირები ვასაძესთან. ვიცნობთ ეკლესიაში; ისევე, როგორც სხვა ბიზნესმენები რაღაც პროექტებში მონაწილეობდა. იმის შიში არ გქონდეთ, რომ რუსულ ძალას ან ანტიქართულ ძალას ხელში ჩავუგდოთ [ქვეყანა]. 500 ათასი კაცი მიჭერს მხარსო, რაში გიჭერს, რომ ანგრევ ქვეყანას? პარლამენტში რომ არ შედიხარ? რას დავამსგავსეთ თბილისი, კიდევ კარვების ქალაქი შეიძლება იყოს? ველოდებოდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდოდა და ეს უცხოელებსაც ვუთხარი შევლენ-თქო. გარეთ რომ არ არიან, მადლობა ღმერთს! რას ერჩოდნენ ელისაშვილს? ზოგი ამბობდა ფული აიღოო, ახლა ესენი რომ შევიდნენ, ვერ ვიტყვით, რომ ფული აიღეს? ხელს რომ არ აწერ მიშელის დოკუმენტს, უცხოეთში რეიტინგი უფუჭდებათ, პარტიას შლიან. შერიგება თუ მოხდა ყველა თავის გზას იპოვის. მე არ მაინტერესებს არცერთი პიროვნება, მაინტერესებს საქართველო“, – განაცხადა იაკობმა. რაც შეეხება ჯანსაღ ოპოზიციას, როგორც მეუფე იაკობი ამბობს, ჯანსაღ ოპოზიციას დღეს საქართველოში ცალკეულ პიროვნებებში ხედავს, მაგრამ პარტიებში...
წყარო

Kristina

თბილისი
  • 4 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 24 წუთის წინ

Vika

თბილისი
  • 4 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 15 დღის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ