ნინო წილოსანი: გახარიას გუნდის წევრებს არანაირი პოლიტიკური რეიტინგი არ გააჩნიათ, გახარიაც საკმაოდ ნეგატიურ ტალღაზეა

კახა ოქრიაშვილის კვლევებს განსაკუთრებულად არ ვენდობოდი, რადგან მას რომ სწორი კვლევები ეწარმოებინა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუერთდებოდა „ქართული ოცნების“ შემდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის კახა ოქრიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა გიორგი გახარიას 10 – პროცენტიან რეიტინგთან დაკავშირებით. როგორც წილოსანი ამბობს, გიორგი გახარიას გუნდის პრეზენტაცია მდორე და უინტერესო იყო. „ზოგადად, მესმის რამდენად მომგებიანია, ოპოზიციის ეს განცხადება, რომ გიორგი გახარიას მაღალი რეიტინგი ექნება და ეს რეიტინგი ძირითადად განპირობებული იქნება „ქართული ოცნების“ ხმების წაღებით. გასაგებია, რომ ეს პოლიტიკურად მომგებიანია, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ, გიორგი გახარიას გუნდის პრეზენტაცია, რომელიც საკმაოდ მდორე და უინტერესო იყო. ალბათ, მოლოდინები გაცილებით დიდი იყო, დამეთანხმებით ალბათ“, – განაცხადა წილოსანმა. რაც შეეხება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებებს კორუფციასთან დაკავშირებით, როგორც ნინო წილოსანი ამბობს, არ ჰგონია, რომ გახარიას შეეძლოს ასეთი ფაქტები დაასახელოს, რადგან წინააღდეგ შემთხვევაში მას უნდა ემოქმედა, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო. ასევე წილოსანი ამბობს, რომ „უცნაურია, რომელ ამომრჩეველზე გააკეთებს აქცენტს“. „რადგან ალბათ, ყველა ვხვდებით პოლიტიკის კონიუნქტურას. უნდა იყოს მნიშვნელოვანი და ღირებული განცხადებები, იდეოლოგია, ასევე მისი გუნდის წევრები. თითოეული მათგანის მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ისინი ძალიან კარგი პიროვნებები შეიძლება იყვნენ, თუმცა პოლიტიკური გუნდისთვის მათ კონკრეტული წონა და ავტორიტეტი ალბათ, ნაკლებად გააჩნიათ. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც პოლიტიკური პარტიის შეფასებას ვაკეთებ“, – აცხადებს წილოსანი. წილოსანის თქმით, „ამ ადამიანებს არანაირი პოლიტიკური რეიტინგი არ გააჩნიათ“. „იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი გახარიაც საკმაოდ ნეგატიურ ტალღაზე არის, მას შემდეგ რაც მან გუნდი დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ და ნიკა მელიას გამო. არ მგონია, რომ განსაკუთრებულად, ჩვენი ამომრჩეველი საბოლოოდ, ყველანაირი ანალიზის გაკეთების შემდეგ, მისი ამომრჩეველი იყოს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ იმ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს გარკვეულწილად მიიმხრობს. თუმცა, იმ პოლიტიკური პლატფორმით, რომელიც მან ამ ეტაპამდე დაანონსა, არ მგონია, რომ ვინმეს ყურადღება მიიპყროს“, – ამბობს წილოსანი....
წყარო

Kato

თბილისი
  • 11 საათის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 3 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 8 საათის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 9 თვის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ