გერმანია და აშშ ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის თაობაზე

გერმანია და აშშ ვაშინგტონში მოლაპარაკებებს მართავენ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის თაობაზე, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა 1 ივნისს. მას დეტალებზე არ ულაპარაკია. „იმედი მაქვს, რომ გამოვნახავთ გზას, თუმცა ეს ნამდვილად არ იქნება იოლი და, შესაძლოა, უცებ არ მოხდეს“, თქვა მან. გაზსადენი, რომლის თითქმის 95% გაყვანილია და შეიძლება სექტემბერში დასრულდეს, ბერლინსა და ვაშინგტონს შორის პოლიტიკური დაპირისპირების საგანი იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში. მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა ჯო ბაიდენმა დაიკავა მიმდინარე წლის იანვარში, ის ცდილობს, გამოასწოროს ტრამპის პერიოდში დაზარალებული ურთიერთობები ევროპელ პარტნიორებთან. გერმანიის მედია 31 მაისს იტყობინებოდა, რომ კანცლერმა ანგელა მერკელმა ორი მაღალი რანგის თანაშემწე გაგზავნა ვაშინგტონში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის თაობაზე კომპრომისული შეთანხმების მისაღწევად ევროპაში ჯო ბაიდენის მოგზაურობის წინ, რომელიც ივნისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაზსადენი ევროპას უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის რუსეთის ენერგომატარებლებზე და გვერდს აუვლის უკრაინას, რომელიც გაზის ტრანზიტით მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული. გერმანიის მთავრობა უარს ამბობს პროექტის შეჩერებაზე და აცხადებს, რომ ის კომერციული ხასიათისაა და გერმანიის სუვერენული საქმეა. ...
წყარო

Babi

თბილისი
  • 12 საათის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 18 საათის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 17 საათის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ