შსს განცხადებას ავრცელებს სოფელ საყულიეში მომხდარი სროლის შესახებ

მეორე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ საყულიეში ნამახვაანჰესის საწინააღმდეგო აქციების მონაწილის, ირაკლი მუკბანიანის დაკავების დროს განვითარებული მოვლენების შესახებ. შსს-ს განცხადებაში არ არის დადასტურებული ორი მოქალაქის დაჭრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. განცხადებაში მხოლოდ გამაფრთხილებელ გასროლაზეა ლაპარაკი. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მოხდა თავდასხმა სამართალდამცველებზე. ადგილობრივებმა პოლიციას გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს, ცდილობდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული ბრალდებულის გათავისუფლებას, შეეცადნენ ცეცხლსასროლი იარაღის პოლიციისთვის წართმევას და უწევდნენ წინააღმდეგობას. ამავდროულად პოლიციას ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგნებს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა. სიტუაციის ესკალაციის და დაპირისპირების განმუხტვის მიზნით პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. ასევე, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები“. სოფელ საყულიაში დაკავებული ირაკლი მუკბანიანის ძმამ, ბესიკ მუკბანიანმა „მთავარი არხის“ ეთერში თქვა, რომ პოლიციამ სოფელში ორი ადამიანი დაჭრა. „გაფრთხილების გარეშე მოცვივდნენ ცუდი რეაქციით, რაც არ იყო საჭირო. გამაფრთხილებელი გასროლაც არ ჰქონიათ, პირდაპირ ფეხებში ესროლეს საბრძოლო ტყვიები „მაკაროვის“ ტიპის იარაღიდან და ასევე ისროლეს რეზინის ტყვიები. ორი ადამიანი არის დაჭრილი ფეხში“, - თქვა ბესიკ მუკბანიანმა. მან აღნიშნა, რომ პოლიციას შეეძლო მისი ძმის მშვიდობიანად აყვანა. ირაკლი მუკბანიანის დაკავების მიზეზი გახდა სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტი. გამოძიების ვერსიით, „ბრალდებული 29 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს. ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა". ირაკლი მუკბანიანის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის (პოლიციელზე თავდასხმა) პირველი ნაწილით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გამოძიება ამავე მუხლით მიმდინარეობს მუკბანიანის დაკავების დროს მომხდარ ფაქტზეც. ...
წყარო

Anastasia

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 1 საათის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 5 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 56 წუთის წინ

Dina

თბილისი
  • 1 საათის წინ