რუსი ჰაკერები ეჭვმიტანილნი არიან კიდევ ერთ მასშტაბურ კიბერთავდასხმაში

რუსეთში მოქმედი დანაშაულებრივი ორგანიზაციაა ეჭვმიტანილი კიბერთავდასხმაში, რომელიც განხორციელდა ხორცის პროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი ბრაზილიური კონცერნის, JBS-ის ფილიალებზე აშშ-სა და ავსტრალიაში. კიბერთავდასხმას თან ახლდა კომპანიის მონაცემების შენარჩუნების სანაცვლოდ გამოსასყიდის გადახდის მოთხოვნა. გამოძიებაში ჩაერთო აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტის გამო კონტაქტი ჰქონდათ რუსეთის ხელისუფლებასთან. თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, პასუხისმგებლიანი ქვეყნები გამომძალველ დამნაშავეებს ხელს არ აფარებენ. კიბერთავდასხმის გამო, კონცერნი იძულებული გახდა 1 ივნისს წარმოება შეეწყვიტა 9 ხორცკომბინატში, საიდანაც მარაგდება ამერიკული ბაზრის დაახლოებით მეოთხედი. აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანახმად, სამშაბათს, წინა კვირის სამშაბათთან შედარებით, ქვეყანაში საქონლის ხორცის წარმოება 22%-ით შემცირდა. თუ წარმოება სწრაფად არ აღდგება, ამან შესაძლოა, პროდუქტის დეფიციტი და ფასების ზრდა გამოიწვიოს. კონცერნმა უკვე განაცხადა, რომ კომბინატების უმრავლესობა მუშაობას 2 ივნისს განაახლებს. მაისში კიბერთავდასხმა განხორციელდა ამერიკულ ნავთობსადენ Colonial Pipeline-ზე. კიბერშეტევის შედეგად, რამდენიმე დღის განმავლობაში საწვავი ვერ მიეწოდებოდა ამერიკის აღმოსავლეთ შტატებს, ბენზინგასამართ სადგურებთან კი უზარმაზარი რიგები წარმოიქმნა. ამ თავდასხმაში ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ რუსი ჰაკერები დაადანაშაულა. ...
წყარო

Dina

თბილისი
  • 26 წუთის წინ

Lata

თბილისი
  • 5 დღის წინ

наталья

თბილისი
  • 3 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 საათის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ
  • 100%

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 1 საათის წინ