ამერიკელი სენატორები საქართველოში ვიზიტამდე უკრაინაში ჩავიდნენ

საქართველოში ვიზიტამდე აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის - სენატის დელეგაცია ჩავიდა კიევში, სადაც უკრაინიხ ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან დემოკრატი სენატორები ჯინ შაჰინი და კრისტოფერ მერფი და რესპუბლიკელი სენატორი რობერტ პორტმანი. 1 ივნისს, უკრაინაში ჩასვლისას სენატორმა შაჰინმა ტვიტერზე დაწერა, რომ მათი მიზანია აშშ-ის პარტნიორებს აჩვენონ ორპარტიული მხარდაჭერისადმი ერთგულება რუსული აგრესიის წინააღმდეგ და რეფორმების გაგრძელების საკითხში. კიევში შეხვედრების შემდეგ ჯინ შაჰინი აღნიშნავს, რომ უკრაინის მიერ დემოკრატიის განმტკიცებისთვის ძირითადი რეფორმების გაგრძელებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცე პარტნიორობისთვის და რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. три უკრაინაში ვიზიტამდე ამერიკელი სენატორები იმყოფებოდნენ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, სადაც ბელარუსის ოპოზიციის დევნილ ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას შეხვდნენ. 28 მაისს, აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ სენატორების დელეგაცია საქართველოს ეწვევა, რათა გააჟღეროს ორპარტიული გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად. იმავე დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მედიას აცნობა, რომ ამერიკელი სენატორების ვიზიტი 2-4 ივნისს შედგება. ...
წყარო

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 9 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 6 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ