თბილისის ღია კაფეები მუნიციპალიტეტს იჯარის გადასახადს 2022 წლის იანვრამდე არ გადაუხდიან

თბილისის მერიამ 2022 წლის 1 იანვრამდე გააგრძელა კორონავირუსის ეპიდემიის გამო მოქმედი შეღავათის მოქმედების ვადა დედაქალაქის იმ ღია კაფეებისთვის, რომლებიც მუნიციპალიტეტს იჯარის გადასახდს უხდიან. „შეღავათი მოქმედებდა მიმდინარე წლის პირველ თებერვლამდე, მაგრამ ვინაიდან ძალაში რჩება გარკვეული ტიპის შეზღუდვები და ქვეყანაში ჯერ კიდევ არის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და არ არის გახსნილი მთლიანად, არის ტურისტების ნაკლებობაც, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეღავათი კიდევ გავავრცელოთ იმ სუბიექტებზე, რომლებსაც აქვთ ღია კაფეები“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. კალაძის თანახმად, თბილისში 200-მდე ასეთი სუბიექტია და ისინი 2022 წლის პირველ იანვრამდე გათავისუფლდებიან მერიისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან. რაც შეეხება იმ კაფეებს, რომლებსაც საიჯარო გადასახადი უკვე გადახდილი აქვთ, მერის ინფორმაციით, გადასახადი წინსწრებით ჩაეთვლებათ და პირველი თებერვლიდან წლის ბოლომდე საიჯარო გადასახადი არ დაეკისრებათ. კახა კალაძემ დღეს გამოაცხადა კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, პანდემიის პერიოდში ყველაზე ადრე დახურულ ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებს, რომლებმაც მუშაობა ერთი წლის შემდეგ განაახლეს, ზიანის შესამსუბუქებლად მერია დაეხმარება 5000-5000 ლარით. კალაძის განმარტებით, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ბიზნეს-სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული. მერია განაცხადებს მიიღებს 2 ივნისიდან 10 ივნისამდე. თბილისის მერის ინფორმაციით, ამ პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში, დაახლოებოთ 350 ათას ლარს მიიღებს 70-მდე ცენტრი. ...
წყარო

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 საათის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ