ვიმედოვნებ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელს მოაწერს დოკუმენტს, შევა პარლამენტში და იმუშავებს კონსტრუქციულად

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ენმ-ს პარლამენტში შესვლისა და მიშელის დოკუმენთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. “იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაწყვეტილება მიიღო, ხელი არ მოეწერა შეთანხმების დოკუმენტისთვის,” – განაცხადა კელი დეგნანმა. მან იმედი გამოთქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილებას მიიღებენ და პარლამენტში შესვლის შემდეგ კონსტრუქციულად იმუშავებენ, როგორც მმართველ პარტიასთან, ასევე ოპოზიციასთან. “მოხარულები ვართ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უერთდება პარლამენტს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნიშანია იმის, რომ პარტიები პარლამენტში ერთად მუშაობენ, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებდით მათ უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში. ყველა პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო თავის ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებზე დაყრდნობით. რა თქმა უნდა, ჩვენ იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაწყვეტილება მიიღო, ხელი არ მოეწერა შეთანხმების დოკუმენტისთვის. ვიმედოვნებ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები გადაწყვეტენ დოკუმენტზე ხელმოწერას და უზრუნველყოფენ, რომ შეთანხმების პუნქტები ასახული იყოს კანონმდებლობაში და შემდეგ იყოს დანერგილი. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ არის მხოლოდ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 19 აპრილს, მას სჭირდება საკანონმდებლო ასახვა და შემდეგ იმპლემენტაცია, რათა რეალური ცვლილებები უზრუნველყოფილი იქნას, მათ შორის უკეთესი არჩევნებისა და სასამართლო სისტემის მიმართულებით. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელს მოაწერს დოკუმენტს, შევა პარლამენტში და იმუშავებს კონსტრუქციულად მმართველ პარტიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან,” – განაცხადა კელი დეგნანმა....
წყარო

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 1 საათის წინ

Alena

თბილისი
  • 1 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 4 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 1 საათის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ