წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებენ, ვაქცინები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადონ

ოთხი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდეს, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელონ საიმისოდ, რომ განვითარების პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის ვაქცინები ხელმისაწვდომი გახდეს და პანდემია კონტროლს დაექვემდებაროს. 1 ივნისით დათარიღებული განცხადებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მზარდმა უთანასწორობამ ვაქცინების ხელმისაწვდომობასთან მიმართებით შესაძლოა ვირუსის ახალი ვარიანტების გაჩენა მოიტანოს, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში ინფიცირების მაჩვენებლის აფეთქებას იწვევს. "აშკარაა, რომ ჯანდაცვის კრიზისის დასრულების გარეშე არ დადგება COVID-19-ის მასშტაბური გადალახვის ფაზა", - ამბობენ ისინი "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. ოთხი ორგანიზაციის ლიდერებმა 1 ივნისს პრესკონფერენციაც გამართეს და დიდი შვიდეულის (G7) მდიდარ ქვეყნებს მოუწოდეს, შემოიღონ 50 მილიარდი დოლარის მოცულობის გეგმა, რომელიც ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინებს ხელმისაწვდომს გახდის და პანდემიის დასრულებას შეუწყობს ხელს. დიდი შვიდეულის სამიტი მიმდინარე თვეში ბრიტანეთში გაიმართება. ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 42 წუთის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 3 საათის წინ

наталья

თბილისი
  • 2 საათის წინ

Ilona

თბილისი
  • 42 წუთის წინ

Svetlana

თბილისი
  • 42 წუთის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ