პარტნიორობა საქართველოსთვის“ ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” კორუფციასთან დაკავშირებით კანონპროექტის დარეგისტრირების პარალელურად, რომელიც ანტიკორფციული სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, საგამოძიებო კომისია შეისწავლის კორუფციასთან დაკავშირებულ ყველა იმ საქმეს, რომელიც თაროზეა შემოდებული და საზოგადოებას გასცემს მკაფიო პასუხს, “თუ ვინ იპარავს საქართველოში ბიუჯეტს”. “ქვეყანაში „ქართული ოცნების” პირობებში ნეპოტიზმი და კორუფცია მძლავრად არის ფესვებგადგმული. ეს არის სენი, რომელიც ქვეყნის წინსვლას აჩერებს, კლავს იმედს ქვეყანაში, ხელს უშლის დრამატულად ინვესტიციის შემოდინებას ქვეყანაში, ეკონომიკის განვითარებას, ამიტომ ჩვენ ამ ინიციატივით შევდივართ. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, დეპუტატებს, ყოფილ დეპუტატებს, ასევე იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვინც აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ კანონპროექტის ფორმირებაში და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინც ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა ამ პროექტს და მინდა გითხრათ აქვე, რომ „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტში შეიქმნას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია, რომელიც ამოიღებს ყველა იმ საქმეს, რომელიც არის გაჩერებული, თაროზე შემოდებული და საზოგადოებას მისცემს ძალიან მკაფიო პასუხს, თუ ვინ იპარავს საქართველოში ბიუჯეტს, რა სქემები მუშაობს საქართველოში, ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. ველოდებით პარლამენტში ოპოზიციური პარტიის შემოსვლას და ეს იქნება ბრძოლა, რომელსაც მივიყვანთ გამარჯვებამდე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ცნობისათვის, კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის მიზნით დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნას ითვალისწინებს, ფრაქციამ დღეს შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გამართა. კანონპროექტი არასამთავრობო სექტორის მიერ არის მომზადებული, რომელიც წინა ორი მოწვევის პარლამენტმა არ დაამტკიცა....
წყარო

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 9 საათის წინ

Lilu

თბილისი
  • 7 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 18 საათის წინ

Luba

თბილისი
  • 17 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 12 საათის წინ

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 18 საათის წინ

Ella

თბილისი
  • 18 საათის წინ