ვიმედოვნებთ, რომ „ენმ“ ხელს მოაწერს დოკუმენტს და კონსტრუქციულად იმუშავებს პარლამენტში - დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დადებითად აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. „გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს დოკუმენტს, შევა პარლამენტში და იმუშავებს კონსტრუქციულად მმართველ პარტიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ელჩის თქმით, აშშ იმედგაცრუებულია, რომ „ენმ“-მ ხელი არ მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს: „ეს არ არის მხოლოდ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 19 აპრილს, მას სჭირდება საკანონმდებლო ასახვა და შემდეგ იმპლემენტაცია, რათა რეალური ცვლილებები უზრუნველყოფილი იქნას, მათ შორის უკეთესი არჩევნებისა და სასამართლო სისტემის მიმართულებით“. 30 მაისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაიობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გამოაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ პარტია წყვეტს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ ბოიკოტს და შედის პარლამენტში. მელიამ განმარტა, რომ პარტია „შარლ მიშელის დოკუმენტს“ ხელს არ მოაწერს. ...
წყარო

Babi

თბილისი
  • 37 წუთის წინ

Kato

თბილისი
  • 7 საათის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 7 საათის წინ

Eva

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 18 წუთის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 29 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 5 დღის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ