სუდანი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის თაობაზე შეთანხმებას გადასინჯავს

სუდანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გადასინჯოს შეთანხმება სუდანის წითელი ზღვის სანაპიროზე რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის შესახებ. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა სუდანის გენერალური შტაბის უფროსმა, მუჰამედ ასმან ალ-ჰუსეინმა. რუსეთის სააგენტო "ტასს" მოჰყავს მისი სიტყვები, რომ „არ შეგვიძლია იმ ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც ვნებს სუდანს“. ალ-ჰუსეინის თქმით, ეს შეთანხმება გაფორმდა სუდანის წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ არ დამტკიცებულა საკანონმდებლო ორგანოს მიერ, როგორც ამას მოითხოვს საერთაშორისო დოკუმენტების მიღების პროცედურა. რუსეთთან შეთანხმება შეიძლება გაგრძელდეს, თუ ეს ხარტუმისთვის სასარგებლო იქნება, განაცხადა ალ-ჰუსეინმა და აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობისთვის სუდანის მზადყოფნის თაობაზეც დასძინა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თანახმად, კრემლი იცნობს შეთანხმების გადასინჯვის შესახებ ინფორმაციას და აპირებს გაერკვეს საკითხში. რუსეთთან ამ პროექტის განხილვა სუდანის უკვე ჩამოგდებულ პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირთან შედგა. ის თვლიდა, რომ საჭიროა რუსეთის ბაზის შექმნა „აშშ-ის აგრესიული ქმედებისგან თავდასაცავად“. შეთანხმება შარშან დეკემბერში გაფორმდა უკვე ახალი მთავრობის მიერ. მის თანახმად, ხარტუმი რუსეთს უსასყიდლოდ უთმობდა პორტ სუდანის ნავსადგურის ნაწილს და მიმდებარე აკვატორიას. შეთანხმებით, შეზღუდული იყო ხომალდების და სამხედროთა რაოდენობა. რუსეთი, სანაცვლოდ, სუდანს იარაღის მიწოდებას დაჰპირდა. შეთანხმება 25 წლით გაფორმდა. 2020 წლის ბოლოს მიხაილ ხოდორკოვსკის ცენტრ „დოსიეს“ გამომძიებლებმა და ბრიტანულმა გაზეთმა Guardian-მა გაავრცელეს ცნობა, რომ დამხობილი დიქტატორის, ალ-ბაშირის მრჩევლებად მუშაობდნენ რუსი პოლიტტექნოლოგები, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ რუს ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინთან. ამას გარდა, პრიგოჟინი მიიჩნევა რუსეთის კერძო სამხედრო ფირმის „ვაგნერის“ დამფინანსებლად. „ვაგნერი“, სხვათა შორის, სუდანშიც მოქმედებს. ...
წყარო

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ella

თბილისი
  • 1 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ