ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაუპატიურების შესაძლო შემთხვევას იძიებენ - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ ოთხი გამოძიებაა დაწყებული. მათ შორის, ერთი - სავარაუდო გაუპატიურების, დანარჩენი სამი კი სავარაუდო ძალადობის შესახებ. "სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე", - აცხადებს სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის აპარატი ამ ეტაპზე ამ საქმეებზე დამატებით ინფორმაციას არ ფლობს. რადიო თავისუფლებას სურდა ამ საკითხზე ეკითხა პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. უწყებების პრესსამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირება ამ ეტაპზე შეუძლებელია. როგორც მეუფე სპირიდონ აბულაძემ საპატრიარქოს ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, პანსიონში ამ ეტაპზე 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. იქ ამ დრომდე არ უშვებენ სახალხო დამცველის წარმომადგენელს. ასევე ნახეთ მეუფე სპირიდონის თქმით, ნინოწმინდის პანსიონში უკვე 150-მდე ბავშვია ასევე ნახეთ დეკანოზი თამაზ ლომიძე: ნამახვანზე დიდი პრობლემაა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ...
წყარო

Sofia27

თბილისი
  • 12 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 7 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 1 საათის წინ

Veronika

თბილისი
  • 7 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 7 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 3 თვის წინ