გარდაიცვალა კაცი რომელიც საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას ცხენთან ერთად ხევში გადავარდა

ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრები გოჩა კორსანტია, რომელიც აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას 24 მაისს ხევში ცხენთან ერთად გადავარდა, დღეს, 2 ივნისს, გარდაიცვალა. როგორც რადიო თავისუფლებას კლინიკა „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ოჯახის თხოვნით პაციენტი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან სამკურნალოდ თბილისში გადაჰყავდათ, რა დროსაც ის გარდაიცვალა. 45 წლის გოჩა კორსანტია გალის რაიონიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში შემოვლითი გზის (ტყის) ცდილობდა გადასვლას. შემთხვევა 24 მაისს მოხდა. კაცმა ხევში გადავარდნის შედეგად ქალა-ტვინის მძიმე დაზიანებები და მრავლობითი მოტეხილობები მიიღო. ის უგონო მდგომარეობაში ჯერ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, მოგვიანებით კი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ...
წყარო

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 11 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 1 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 28 დღის წინ

Diko

თბილისი
  • 2 დღის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ