„რიონის ხეობის მცველებმა" ბენზინმზიდი ორ ადგილზე არ გაატარეს

სოფელ გუმათში აღმართულ რკინის ჯებირთან მყოფმა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა არ გაატარეს ბენზინმზიდი. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც. ანალოგიურად მოიქცნენ ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში შეკრებილი „რიონის ხეობის მცველები". ისინი ეჭვობენ, რომ ბენზინმზიდი ეკუთვნის კომპანია „ენკას“. მძღოლი და მისი თანმხლები კაცი კი ამტკიცებენ, რომ სატვირთო ეკუთვნის კერძო ავტოგასამართ სადგურს. მწვანეყვავილას უბანში აქტივისტებს გაშლილი აქვთ კარავი, სადაც გადის რიონის ხეობაში მიმავალი შემოვლითი გზები. აქტივისტები ცდილობენ, კომპანიის ავტომანქანები არც ამ მიმართულებიდან გაატარონ. ბოლო რამდენიმე ღამის განმავლობაში გუმათჰესთან აღმართულ რკინის ჯებირზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებდნენ მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტები და სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მათი მხარდამჭერები. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები რამდენიმე საავტომობილო გზას მეთვალყურეობენ და არ ატარებენ კომპანია „ენკას" ავტომანქანებს. საპროტესტო აქციების მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია: გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ". გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში ასევე შედის ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში. ...
წყარო

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 საათის წინ

Dina

თბილისი
  • 49 წუთის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ