აშშ-ის კონგრესში შევიდა კანონპროექტი „ჩრდილოეთის ნაკადის“  წინააღმდეგ სანქციების განახლების შესახებ

აშშ-ის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ფრედ კელერმა, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში განსახილველად შეიტანა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს გერმანიაში რუსეთის მილსადენის, "ჩრდილოეთის ნაკადი-2ის"-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას. ადრე, მშენებელთა წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების დაწესებაზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ადმინისტრაციამ უარი თქვა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ამას კონტრპროდუქტიულად მიიჩნევს. "ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გულისხმობს მილსადენის ორი ხაზის მშენებლობას. მისი საერთო სიმძლავრე იქნება 55 მილიარდი კუბომეტრი გაზი წელიწადში. გაზსადენი რუსეთს გერმანიასთან დააკავშირებს და ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის. აპრილისთვის პროექტის 95 აგებული იყო, როგორც მისი გერმანელი ოპერატორი ამტკიცებს. ამასთან, ბოლო კილომეტრების მშენებლობა თითქმის საერთოდ აღარ მიიწევდა წინ მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციამ სანქციები შემოიღო მილსადენის წინააღმდეგ. ამჟამად რუსული გაზის უდიდესი ნაწილი ევროპას უკრაინის ტერიტორიის გავლით მიეწოდება. ვაშინგტონს და ევროკავშირის რიგ ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ მილსადენის მშენებლობა უკრაინის გვერდის ავლით, საშუალებას მისცემს მოსკოვს, გააძლიეროს ზეწოლა კიევზე. საპასუხოდ, "გაზპრომი" შეერთებულ შტატებს არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში ადანაშაულებს. კელერმა განაცხადა, რომ მას სურს, დაუთმოს განსაკუთრებული „ყურადღება ამერიკის ენერგეტიკას", მაშინ როცა ბაიდენის ადმინისტრაცია, როგორც ის მიიჩნევს, ცდილობს "ამერიკის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შესუსტებას". ამასთან, წამყვანმა რესპუბლიკელმა წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტში, მაიკლ მაკკოლმა, და კომიტეტის 20-მა რესპუბლიკელმა წევრმა, სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, გაუგზავნეს წერილი, რომელშიც გამოთქვეს შეშფოთება ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შესახებ, აუცილებელი სანქციების შემოღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, - იუწყება "ამერიკის ხმა". "უკრაინა მნიშვნელოვნად მეტად მოწყვლადი გახდება რუსული აგრესიის მიმართ, თუ მოსკოვს აღარ დასჭირდა კიევი, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, თავისი გაზის ექსპორტისთვის დასავლეთ ევროპაში", - აღნიშნეს კანონმდებლებმა. ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 1 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ninaka

თბილისი
  • 10 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 9 თვის წინ