ბელარუსის გენპროკურატურას ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა სურს ბელორუსი ხალხის გენოციდის საქმის გამო

ბელარუსის გენერალურ პროკურატურა თხოვს ლიეტუველ კოლეგებს, დაკითხონ ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი, ვალდას ადამკუსი მოწმის სახით მეორე მსოფლიო ომის დროს ბელარუსის მოსახლეობის გენოციდის საქმის გარშემო. ამის თაობაზე რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახური იტყობინება რუსეთის სააგენტო ინტერფაქსზე დაყრდნობით. „ის მოწმეა, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ „მინსკის ყასბის“ ნდობით აღჭურვილი პირი იყო“, გთხოვთ, დაკითხოთ სადაც იმყოფება“, განაცხადა გენერალური პროკურატურის მთავარმა პროკურორმა, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილემ, ედუარდ სკურატმა. „მინსკის ყასაბი“ ანტანას იმპულიავიჩიუსის ზედმეტი სახელია. ის მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების დაქვემდებარებაში მყოფი დახმარე პოლიციის მე-12 ბატალიონის მეთაური იყო. ბატალიონი მოქმედებდა ბელარუსის ტერიტორიაზე, სადაც, მინსკსა და კლეცკში, ებრაელების განადგურებაში მიიღო მონაწილეობა. იმპულიავიჩიუსი 1949 წელს აშშ-ში გაიქცა და იქ მიიღო თავშესაფარი. 1962 წელს მას ლიტვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა დაუსწრებლად. ის 1970 წელს აშშ-ში გარდაიცვალა. ვალდას ადამკუსი საბჭოთა არმიის მიერ თავისი სამშობლოს ოკუპაციის შემდეგ ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა. შემდგომ დასახლდა აშშ-ში, სადაც აქტიურ მონაწილებას იღებდა ლიტვური დიასპორის ცხოვრებაში. ...
წყარო

Svetlana

თბილისი
  • 2 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 5 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 საათის წინ

Lusi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 2 საათის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 3 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 12 თვის წინ

დეა

თბილისი
  • 29 დღის წინ