ნამახვანჰესის აქციის დროს დაკავებული შვიდი ბრალდებული პატიმრობაში დატოვეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ნამახვენჰესის აქციის დროს დაკავებული შვიდი ბრალდებული. ბრალდებულები არიან: არიან სპორტსმენები რეზო და ფირუზ წულუკიძეები, ასევე თამაზ, ირაკლი, თორნიკე და გელა ჭელიძეები, რომლებიც რიონის ხეობის დასაცავ აქციაში 12 აპრილს მონაწილეობდნენ. მოგვიანებით დააკავეს ელდარ ანთაძე. ადვოკატი გიორგი ფანცულაია ფანცულაია ამბობს, რომ ბრძოლას პირველ რიგში სამართლებრივი გზებით გააგრძელებენ. ის განჩინებას არ ეთანხმება და აცხადებს: „როდესაც პროცესზე შევდიოდი ვთქვი, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არა სტატისტიკაზე არამედ ასეთ საქმეებზე გადის. დღეს, გამოცდა კიდევ ერთხელ ვერ ჩააბარა ქართულმა სასამართლომ. არანაირი წინაპირობა არ არსებობდა, რომ პატიმრობაში დაეტოვებინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი". ადვოკატი დალი სულაქველიძე აცხადებს, რომ აბსოლუტურად უკანონოა აღკვეთის ღონისძება. „აშკარად იკვეთება ვიღაცის ინტერესი და კონკრეტულად ხელისუფლების ინტერესი, რომ ეს პირები იყვნენ პატიმრობაში. სხვა კანონიერი საფუძველი არ არსებობოს. ვაპირებთ სააპელაციოში გასაჩივრებას", - თქვა სულაქველიძემ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ ბრალდებულებს, რომელბიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მანქანით გამოიყვანეს. Embed share ნამახვანჰესის აქციის დროს დაკავებული შვიდი ბრალდებული პატიმრობაში დატოვეს Embed share The code has been copied to your clipboard. width px height px Facebook-ზე გაზიარება   Twitter-ზე გაზიარება   The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:00 0:00:58 0:00 მოსამართლის განჩინებას ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილთა პროტესტი მოჰყვა. ბრალდების მხარე დაპატიმრებულებს ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 12 აპრილს ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. ...
წყარო

Rita

თბილისი
  • 18 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 5 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 18 საათის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ