აშშ-ის ფლორიდის შტატში ტრანსგენდერ გოგონებს სპორტულ შეჯიბრებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს

აშშ-ის სამხრეთის, ფლორიდის შტატის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ტრანგენდერ გოგონებს აეკრძალათ სახელმწიფო სკოლებსა და კოლეჯებში სპორტის ქალთა სახეობებში მონაწილეობა. შესაბამის კანონს 2 ივნისს ხელი მოაწერა შტატის გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა, რონ დესანტისმა. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა ბი-ბი-სიმ. ახალი კანონით, ქალებსა და გოგონებს ნება დაერთოთ მხოლოდ იმ ბიოლოგიური სქესის გუნდებში თამაშისა, რაც მათ დაბადების მოწმობაში წერია. ლგბტ-თემის აქტივისტებმა დაგმეს ეს ნაბიჯი როგორც „დისკრიმინაციული“ და აპირებენ კანონის თაობაზე სასამართლოში სარჩელი შეიტანონ. თავის მხრივ დესანტისმა განმარტა ასეთი ზომის აუცილებლობა „შეჯიბრებში პატიოსნების“ დაცვის მიზნით. „სპორტში ბიოლოგიას ვეყრდნობით და არა იდეოლოგიას“, თქვა მან. ტელერადიოკომპანია განმარტავს, რომ ამგვარი ნაბიჯი მთელ ამერიკაში გახდა ნაწილი რესპუბლიკელი ხელისუფლებების სწრაფვისა, რომელიც მიმართულია ლგბტ-თემის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოლიტიკის წინააღმდეგ. ანალოგიური კანონი მიიღეს ამერიკის სხვა შტატებში: ალაბამაში, არკანზასში, დასავლეთ ვირჯინიაში, მისისიპიში, მონტანაში, ტენესისა და სამხრეთ დაკოტაში. Reuters-ის ცნობით, ამ და სხვა შტატებში მიიღეს კანონები, რომლებიც ზღუდავენ ტრანსგენდერების უფლებებს. 1 ივნისს ჯო ბაიდენმა გამოაცხადა ლგბტ-თემის მხარდაჭერის ღონისძიებების „პრაიდის თვის“ დაწყების შესახებ. ის ყოველწლიურად ეწყობა 1969 წელს ნიუ-იორკში, გეიების კლუბში არეულობის წლისთავის აღსანიშნავად. ბაიდენის წინამორბედი, დონალდ ტრამპი, "პრაიდის თვეს" არ ცნობდა. ...
წყარო

Elena

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 4 საათის წინ

Elenica

თბილისი
  • 14 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 4 საათის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 19 საათის წინ

Nini

ბათუმი
  • 15 თვის წინ