ბადრი ჯაფარიძის თქმით, 2018 წელს გახარიამ მუქარის წერილი უშუალოდ მას გადასცა

“ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მუქარის წერილი მას მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პირადად გადასცა. “ამ ეტაპზე მხოლოდ ტყუილს ვხედავ. თუკი დავინახავ, რომ ის [გიორგი გახარია] გულწრფელად იტყვის, რატომ გადმომცა ის წერილი, რომელიც თქვენთვის ცნობილია, რატომ გააჩერა ანაკლიის პროექტი… მან პირადად გადმომცა. მან გადმომცა ეს წერილი, ვამბობ ამას სრული პასუხისმგებლობით. ძალიან ცუდია, რომ გაბედულება აკლია, თქვას, რომ დაუშვა შეცდომა, მაგრამ უნდა თქვას, ვინ დაავალა ამ წერილის გადმოცემა,” – განაცხადა ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიასგან სავარაუდოდ მუქარის წერილის მიღების შესახებ მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. პროკურატურის ინფორმაციით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილის დედანზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. უწყების ცნობით, წერილის დედანზე ექსპერტიზა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა. ექსპერტიზისთვის წერილის გადაცემამდე კი, მამუკა ხაზარაძემ წერილის დედანი საკვლევად ბრიტანულ კერძო კომპანიას გადაუგზავნა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრიტანული კომპანიისა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები ერთმანეთს ემთხვევა....
წყარო

Luba

თბილისი
  • 1 საათის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 10 წუთის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ