ამერიკელი სენატორები კიევს მხარდაჭერას აღუთქვამენ  „რუსეთის აგრესიის“ ფონზე

აშშ-ის ორპარტიული დელეგაცია, რომელიც კიევს სტუმრობდა, მოუწოდებს უკრაინას, გააგრძელოს რეფორმები, რომელთა მიზანია დემოკრატიის განმტკიცება და გამოხატავს სოლიდარობას ამ ქვეყნის მიმართ რუსეთის აგრესიის ფონზე. სენატორ ჯინ შაჰინის სიტყვებით: „უკრაინის მიერ საკვანძო რეფორმების გატარების გაგრძელების უზრუნველყოფას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მტკიცე პარტნიორობისთვის და იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიას აღვუდგეთ წინ“, ამბობს ნიუ ჰემპშირელი დემოკრატი სენატორი, შაჰინი, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს. "მაღალ შეფასებას ვაძლევ მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომლებმაც თავიანთი საქმიანობა კორუფციის აღმოფხვრას და უკრაინის უკეთესი მომავლის შექმნას მიუძღვნეს“, დასძენს შაჰინი. 2 ივნისს უკრაინაში მყოფმა სენატორმა ასევე განაცხადა, რომ კონგრესში არსებობს ორპარტიული წინააღმდეგობა გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის მიმართ და ის და მისი კოლეგები ამ წელიწადში დამატებითი სანქციების მიღებას იმედოვნებენ. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ საშიშროებას წარმოადგენს უკრაინისა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. იგი რუსეთს ხელში აძლევს იარაღს, რომელსაც იგი ევროპის წინააღმდეგ გამოიყენებს. ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ გზების ძიებას, რათა წინ აღვუდგეთ „ჩრილოეთის ნაკად 2-ის“ მშენებლობის დასრულებას და გაზსადენის ამოქმედებას“, განაცხადა ჯინ შაჰინმა. დელეგაციის შემადგენლობაში შაჰინთან ერთად შედიან სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ოჰაიოელი რესპუბლიკელი სენატორი, რობ პორტმენი დ და კონეკტიკუტელი დემოკრატი, კრის მერფი. პორტმენმა ჟურნალისტებს კიევში შეხვედრების შემდეგ უთხრა, რომ ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობათა გაფართოებაზე, უკრაინისთვის უფრო ეფექტიანი სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე, რათა შეძლოთ თავდაცვა. აშშ-მა კიევს გამოუყო სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების სახით 5 მილიარდი დოლარი 2014 წელს, როცა რუსეთმა დაიკავა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული და მხარი დაუჭირა აღმოსავლეთ უკრაინელ სეპარატისტებს. ამერიკელმა სენატორებმა კვლავ დაადასტურეს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ხანგძლივი მხარდაჭერა და სტრატეგიული პარტნიორობა "სასიცოცხლო მნიშვნელობისაა კიევისთვის" იმ დროს, როცა ქვეყანას უწევს რუსეთის აგრესიასთან ბრძოლა და რეფორმების გატარება. სამი სენატორი კიევში ჩავიდა ლიეტუვიდან, სადაც ისინი შეხვდნენ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანოუსკაიას. ვილნიუსის აეროპორტში გამართული ერთსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმ...
წყარო

Luba

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 5 დღის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ania

თბილისი
  • 3 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 საათის წინ

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ