არ ვფიქრობ, რომ კეზერაშვილი გახარიას აფინანსებს – ბევრი ჭორი მაქვს მოსმენილი და ეს სხვაზე უფრო მეტად ჭორია

არ ვფიქრობ, რომ კეზერაშვილი გახარიას აფინანსებს – ბევრი ჭორი მაქვს მოსმენილი და ეს ჭორი სხვა ჭორებზე უფრო მეტად ჭორია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გახარიასთან დაკავშირებით მთავარი არა დაფინანსების საკითხი, არამედ ის კითხვებია, რომელიც მის მიმართ არსებობს. „მთავარი კითხვაა – რა მიზანს ემსახურება და რა ამოცანა აქვს პოლიტიკაში მის შემოსვლას. მისგან რაც მოვისმინეთ, მან კითხვებზე პასუხები ვერ გაგვცა. უცნაურია, რომ ადამიანი, რომელიც ოთხი თვის წინ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ისე საუბრობს, თითქოს, სულ ახლახანს რომელიღაც სხვა პლანეტიდან ჩამოვიდა საქართველოში და აღმოაჩინა, რომ თურმე, ინსტიტუციები მოშლილია და კორუფციაა, მაშინ როცა პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციას იცავდა და ამბობდა, რომ ეს იყო ქართული „ჯიგრული“ მოვლენა. დღეს საუბრობს იმაზე, თუ როგორი ცუდია პოლარიზაცია და დაპირისპირება. ყველას გვახსოვს, 20 ივნისი და მისი მუქარა ოპოზიციის მიმართ – დაგამთავრებთო. ამ ყველაფერზე საუბარი ამ ტონალობაში საზოგადოებაში უფრო მეტ კითხვას აღძრავს, ვიდრე პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ემსახურება მისი პოლიტიკაში შემოსვლა ,”- განაცხადა ბაქრაძემ....
წყარო

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 7 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 7 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 10 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 28 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 7 საათის წინ