პატიმრობა შეუფარდეს სოფელ საყულიეში დაკავებულ ირაკლი მუკბანიანს

წყალტუბოს სოფელ საყულიეში დაკავებული ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების მონაწილის, ირაკლი მუკბანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. პროცესის შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა არჩილ ნიჟარაძემ თქვა, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. დაცვის მხარე მოითხოვდა ბრალდებულის დატოვებას აღკვეთის ღონისძიების გარეშე. ადვოკატი სასამართლოს განჩინებას კატეგორიულად არ ეთანხმება. მას მიაჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება წარმოადგენს მხოლოდ განსაკუთრებულ ღონისძიებას. „არანაირი აუცილებლობა არ იყო ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების“, მან. მუკბანიანის ინტერესების დამცველები განჩინების გასაჩივრებას აპირებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ბრალდებულ ირაკლი მუკბანიანის ძმა ბესო მუკბანიანი ამბობს, რომ ბრალდების მხარეს არ ჰქონდა არგუმენტირებული პოზიცია. მისი თქმით, ეს იყო არასამართლიანად ჩატარებული პროცესი. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბრალდებული არ აღიარებს პოლიციელის მიმართ ძალადობას. ის მიიჩნევს, რომ ეს იყო პროვოცირებული დანაშაული. ნიჟარაძის თქმით, იყო დანაშაული თუ დანაშაულის პროვოცირება, ეს შემდგომ ეტაპზე უნდა იყოს გამოკვლეული. три გამოძიების ვერსიით, „ბრალდებული 29 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს. ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა". ირაკლი მუკბანიანის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის (პოლიციელზე თავდასხმა) პირველი ნაწილით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადგილობრივ მცხოვრებლებთან ინციდენტი მოჰყვა სოფელ საყულიეში ირაკლი მუკბანიანის დაკავებას,. რასაც პოლიციის მხრიდან გასროლას მოჰყვა. ასევე ნახეთ შსს განცხადებას ავრცელებს სოფელ საყულიეში მომხდარი სროლის შესახებ ...
წყარო

Nini

ბათუმი
  • 14 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 2 დღის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 საათის წინ

Dina

თბილისი
  • 52 წუთის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 საათის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ