უკრაინის პრემიერ-მინისტრი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

საქართველოში იმყოფება უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, მთავრობის წევრებთან ერთად. დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს დილით გაიმართება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. პრემიერ-მინისტრების, ირაკლი ღარიბაშვილის და დენის შმიგალის პირისპირ შეხვედრა სამთავრობო დელეგაციების გაფართოებული შეხვედრით გაგრძელდება. საქართველოს და უკრაინის პრემიერ-მინისტრები ერთობლივ ბრიფინგსაც გამართავენ. ოფიციალური ვიზიტისას დენის შმიგალი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და კათოლიკოს-პატრიარქს. ასევე ნახეთ უკრაინა-საქართველო: ძვრები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის ურთიერთობა დაიძაბა 2020 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნა რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. საქართველოს მთავრობამ მაშინ განაცხადა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა შეკითხვებს იწვევს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც უკრაინაში თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის აპრილში დაბრუნდა. ელჩის დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 9 აპრილს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია კიევში ელჩის სასწრაფოდ დაბრუნება. 21 აპრილს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტები ზელენსკი და ზურაბიშვილი შეთანხმდნენ ელჩის დაბრუნებაზე. ...
წყარო

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 4 საათის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 7 საათის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ