ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა მმართველი კოალიციის შექმნას მიაღწია

ისრაელის ოპოზიციური პარტიის, „იეშ ატიდის“ (არის მომავალი) ლიდერმა ამცნო ამ ქვეყნის პრეზიდენტს, რუვენ რივლინს, რომ შეძლო პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოპონენტებთან ერთად მმართველი კოალიციის ჩამოყალიბება. 2 ივნისის შუაღამისას იწურებოდა ვადა, რომელშიც იაირ ლაპიდს უნდა მოეძებნა მომხრეები, რითაც უნდა დასრულებულიყო პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს ხანგძლივი მმართველობა. პარტიებს შორის მოლაპარაკება რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ლაპიდმა ახლა გამოაცხადა, რომ ქმნის კოალიციას, რომელშიც, სხვათა შორის, შედის ისრაელ არაბთა მცირე პარტია, „არაბთა გაერთიანებული სია,“ რომლის ლიდერის, მანსურ აბასის მიერ დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ მთავრობის შექმნა შესაძლებელი გახდა. მთავრობა ფიცს დადებს 14 ივნისს. მისი მეთაური იქნება ულტრამემარჯვენე პარტია „იამინას“ ლიდერი, ნაფტალი ბენეტი. ლიბერალური „იეშ ატიდი“ და ულტრამემარჯვენე „იამინა“ შეთანხმდნენ პრემიერის როტაციის შესახებ. თავიდან, პირველი ორი წელიწადი, მთავრობის მეთაური იქნება ბენეტი, შემდეგ თანამდებობას დაიკავებს ლაპიდი, რომელიც მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება. 23 მარტის არჩევნებზე, რომელიც მეხუთედ გაიმართა ორ წელიწადში, ლაპიდის პარტია მეორე იყო ნეთანიაჰუს კონსერვატული „ლიკუდის“ შემდეგ. თუმცა ნეთანიაჰუმ მაშინ ვერ მოახერხა სამთავრობო კოალიციის შექმნა. ნეთანიაჰუმ, რომელიც პასუხისგებაშია მიცემული თაღლითობისთვის, აცხადებს, რომ მისი ოპონენტების სწრაფვა, შეექმნათ კოალიცია, ისრაელს დაასუსტებს. ...
წყარო

Нора

თელავი
  • 9 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 2 დღის წინ

დეა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 3 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 საათის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ