დენის შმიგალი: ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის და საქართველოს შესვლა მხოლოდ დროის საკითხია

საქართველო და უკრაინა არიან მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები, რომლებსაც აქვთ საერთო გამოწვევები და ინტერესები. ამის შესახებ თბილისში შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს საქართველოს და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და დენის შმიგალმა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს და უკრაინას აქვთ ისეთი საერთო გამოწვევები და პრობლემები, როგორიცაა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები და ოკუპაციის მძიმე შედეგები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აქტივობების გამო და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს დაუდასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოსა და უკრაინის სწრაფვა ევროკავშირისკენ, რადგან ორივე ქვეყანას აქვს ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი უწოდა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ 17 მაისს ხელმოწერილ მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების შესახებ. საქართველოს და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს ნატოში ინტეგრაციის საკითხებიც. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ორივე ქვეყანა მოტივირებულია იმისთვის, რომ ძალიან მალე გახდნენ ნატოს სრულფასოვანი წევრები. „დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი ქვეყნების შესვლა მხოლოდ დროის საკითხია“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა. მისი შეფასებით, უკრაინის და საქართველოს მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყნებმა დააკმაყოფილონ ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების კრიტერიუმები. შმიგალის თანახმად, საქართველოს და უკრაინას აქვთ საერთო ხედვები და ერთად მოქმედებენ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ შემდგომი განვითარების მიზნით, მოლდოვასთან ერთად ახლახან შექმნილი „ასცირებული ტრიო“ კი, იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთად მოემზადონ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წლევანდელი სამიტისთვის. ასევე ნახეთ უკრაინა-საქართველო: ძვრები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკაზეც და განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები შავი ზღვის რეგიონში, უკრაინას და საქართველოს უბიძგებს უსაფრთხოების სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ, მათ შორის, ნატოს ქვეყნების ჩართულობით. დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა მადლიერია და აფასებს მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საქართველოს მხარდაჭერას, ყირიმის უკანონო ანექსიის მცდელობის არაღიარებას და დონბასში რუსული აგრესიის დაგმობას. შმიგალს იმედი აქვს, რომ უკრაინა და ს...
წყარო

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 4 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 3 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 3 საათის წინ

Анжелина

თბილისი
  • 12 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 7 თვის წინ