ვანო მაჭავარიანი სენატორების ვიზიტზე: იქნება პირდაპირი საუბარი იმაზე, რას ელიან როგორც „ოცნებიდან“, ისე ოპოზიციიდან

საქართველოს „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ საგარეო პოლიტიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ვანო მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტისას ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა იქნება ის, რას ელიან ისინი ქვეყანაში შიდადემოკრატიის განვითარების მიმართულებით: „პრობლემური საკითხებია, საქართველოში არ ჩამოდიან, როგორც წარმატებულ ქვეყანაში, არამედ იმ პრობლემებზე სასაუბროდ, რომელიც გამოიწვია პოლიტიკურმა კრიზისმა და „შარლ მიშელის შეთანხმებამ“, რომელიც ამერიკელების და ევროპელების თვალსაზრისით იყო ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ქვეყნის სტაბილურობა და პოლიტიკური დემოკრატიული განვითარება რაღაც ფორმით შენარჩუნებული ყოფილიყო“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი სენატორებისთვის კარგადაა ცნობილი ის პრობლემა, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობას ახასიათებს: „ეს ასახულია „შარლ მიშელის დოკუმენტში“ და ამერიკელი პარტნიორები ცალსახად იზიარებენ ყველა იმ პრობლემას და განსაკუთრებით ხაზს უსვამენ, რომ ამ არჩევნებმა აჩვენა რომ ზღვარი სახელმწიფოს, პარტიას, საარჩევნო სისტემებსა და სტრუქტურებს შორის იყო სრულიად წაშლილი, რაც მიუთითებს იმას, რომ რეალურად საქართველო მართლა დემოკრატიული რეგრესის წინაშე არის და ამიტომ ამაზე ისაუბრებენ. და რა თქმა უნდა, სენატორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის რა შეიძლება გააკეთოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა, რომლის შეფასებითაც სენატორები ვიზიტისას პირდაპირ ისაუბრებენ იმაზე, რას ელიან შექმნილ ვითარებაში როგორც „ქართული ოცნებიდან“, ისე ოპოზიციიდან იმისთვის, რათა „საქართველო დარჩეს ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და არ აირიოს ქვეყანა“. „შარლ მიშელის დოკუმენტი ძალიან კონკრეტულად განსაზღვრავს თუ რა შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს საქართველოს და საქართველოს პოლიტიკურ წრეებს და რას უნდა მიაღწიონ. რაც მთავარია „ქართული ოცნება“ არ უნდა შეეცადოს, რომ არ შეასრულოს ეს ვალდებულებები ან ისე შეასრულოს ნაწილობრივ, რომ ისევ თავის თავს მოარგოს“, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, თავის მხრივ, ოპოზიციამაც უნდა აჩვენოს ამერიკელ სენატორებს, რომ ისინიც სანდო პარტნიორები არიან „ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და არა იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლება ჩაიგდონ და პასუხისმგებლობა აიცილონ თავიდან დანარჩენ მოვლენებზე“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა „დილის საუბრებში“. ასევე ნახეთ ამერიკელი სენატორები იწყებენ თბილისში შეხვედრებს ამერიკელი სენატორები, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი რობერტ პორტმანი თბილისში გ...
წყარო

Teona

თბილისი
  • 7 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Ilona

თბილისი
  • 3 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 3 საათის წინ

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 3 საათის წინ