აშშ გეგმავს COVAX-ის ფარგლებში ვაქცინის 80 მილიონი დოზის ექსპორტს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, აპირებს 3 ივნისს გამოაცხადოს თავის გეგმის შესახებ, რომ კორონავირუსის ვაქცინის 80 მილიონი დოზის ექსპორტს აპირებს სხვა ქვეყნებში. ამის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა 2 ივნისს, კოსტა-რიკაში, სან-ხოსეში, სტუმრობისას. ბლინკენის თანახმად, ეს გეგმა შეთანხმებული იქნება COVAX-თან, რომელიც ღარიბი ქვეყნების ვაქცინით მომარაგებას ემსახურება. ბლინკენის სიტყვებით, გეგმა, რომელსაც გამოაცხადებს ბაიდენი, შეთავაზებული იქნება ყოველგვარი პოლიტიკური პირობების გარეშე. ბაიმდენმა ადრე განაცხადა, რომ მისი ინიციატივა მიზნად ისახავს მსოფლიოში პანდემისთან ბრძოლაში აშშ-ის ლიდერობის აღდგენას და აღნიშნა, რომ ჩინეთი და რუსეთი ვაქცინის მიწოდებას სხვა ქვეყნებისთვის იყენებენ მთელ მსოფლიოში გავლენის მოსაპოვებლად. COVAX-მა წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი მიიღო 2 ივნისს, როცა არაერთმა სახელმწიფომ და კერძო დონორებმა 2,4 მილიარდი დოლარის გამოყოფა იკისრეს ვიდეო სამიტის დროს, რომელიც გამართეს იაპონიამ და ვაქცინების ალიანსმა, GAVI-მა, აცრისა და იმუნიზაციის გლობალურმა ალიანსმა. ...
წყარო

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

დეა

თბილისი
  • 29 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ