სამოქალაქო აქტივისტს შსს-მ ჯარიმა გაუუქმა

სამოქალაქო აქტივისტ ცაბუნია ვართაგავას მიმართ სამართალდამცველების მიერ დაკისრებული ჯარიმა, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის გაუქმდა. ეს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც მოქალაქემ სანქციას უკანონო უწოდა და გაასაჩივრა. სამინისტროსგან პასუხი წერილობით დღეს მიიღო. მასში პატრულ-ინსპექტორი, ვინც სამოქალაქო აქტივისტი დააჯარიმა, აღიარებს, რომ შეეშალა და კომენდანტის საათის დროს ცაბუნია ვართაგავა ზუგდიდის ცენტრში, კონკრეტულ ადგილას არ ყოფილა. "ბევრი ხალხი იყოო იმ დღეს, როცა დემონსტრაციულად სხვა მოქალაქე არღვევდაო კომენდანტის საათს. მათ შორის ჟურნალისტებიც იყვნენო. ივარაუდა, რომ იქ ვიქნებოდი. ახსნა-განმარტებაში ამბობს, რომ შეეშალა", - უთხრა მოქალაქემ "ლაივპრესს". ცაბუნია ვართაგავას თქმით, სამართალდამცველებს მის მიერ კომენდანტის საათის დარღვევის არცერთი მტკიცებულება არ ჰქონდათ. მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვის ფაქტს არც კამერის ჩანაწერი და არც იქ მყოფი პირები ადასტურებდნენ. სწორედ ამიტომ იძულებულები გახდნენ, გამოწერილი ჯარიმა გაეუქმებინათ. პოლიცია სამოქალაქო აქტივისტს 28 აპრილს ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევას ედავებოდა. 7 მაისს გამოწერილი საჯარიმო ფურცელი მან 11 მაისს მიიღო. ცაბუნია ვართაგავა კი ამტკიცებდა, რომ საჯარიმო ფურცელზე მითითებულ დროს ის არა ქალაქში, არამედ სახლში იყო....
წყარო

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 12 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 7 თვის წინ

Анжелина

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 7 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 18 წუთის წინ