"ნაციონალური მოძრაობის" ბლოკის წევრები პირველად ესწრებიან აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომას

აჭარის ადგილობრივ პარლამენტში - უმაღლეს საბჭოში სხდომაზე დასასწრებად დღეს პირველად მივიდა ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ არჩეული 6 დეპუტატი: ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე, გია აბულაძე, მედეა ვასაძე, მამული სურმანიძე და ლევან ანთაძე. მათ უკვე წარადგინეს განაცხადი ფრაქციის შექმნის შესახებ. დეპუტატებმა უმაღლეს საბჭოში საქმიანობის დაწყება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 30 მაისს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის ბოიკოტირებას წყვეტენ და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შედიან, თუმცა, ხელს არ აწერენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ შეთანხმებას. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, აჭარის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციური ბლოკის და "ქართული ოცნების" წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ისინი ერთმანეთს "ჩმორებს" უწოდებდნენ. იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც, რომელიც დაცვის სამსახურმა აღკვეთა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატებმა „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლები დაადანაშულეს რადიკალიზმსა და უპრინციპობაში და შეახსენეს განცხადებები, რომ „კომუნისტურ პარლამენტში“ არ შევიდოდნენ. თავის მხრივ, ოპოზიციონერი დეპუტატები „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდებდნენ დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხზე, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებაზე მსჯელობისკენ. ასევე ნახეთ აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩეულ ოპოზიციონერებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტეს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად. 21-წევრიან საბჭოში 14 მანდატი მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და 7 ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“. ოპოზიციურმა ბლოკმა "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა, უმაღლეს საბჭოს ბოიკოტი გამოუცხადა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მოითხოვა. ადგილობრივ პარლამენტში მუშაობის გადაწყვეტილება მაშინ მიიღო ბლოკის სიით არჩეულმა მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, ყოფილმა რესპუბლიკელმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა. ასევე ნახეთ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა ნაგავი დააყარეს 2021 წლის 19 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომელმაც სათავე დაუდო საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. შეთანხმების საფუძველზე საქართველოს პარლამენტში მუშაობა დაიწყეს „ლელოს“, „გირჩის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატებმა და „ევროპული საქართველოს“ სიით...
წყარო

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 2 საათის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 2 საათის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ