NASA პლანეტა ვენერაზე ორ მისიას გაუშვებს

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო, NASA, იტყობინება, რომ პლანეტა ვენერაზე მიავლენს ორ მისიას ციური სხეულის ატმოსფეროს და გეოლოგიური თვისებების შესასწავლად. NASA-ს ახალმა ხელმძღვანელმა, ნილ ნელსონმა განაცხადა, მისიების მიზანია, გაარკვიონ,როგორ იქცა მზიდან სიშორით მეორე პლანეტა „სამყაროდ, რომელიც ჯოჯოხეთს ემსგავსება“. ვერენას ბევრი მახასათებელი დედამიწის მსგავსია, თუმცა პლანეტაზე ძალიან მაღალი ტემპერატურაა, მუდმივი ქარებია და ის თავისი ღერძის გარშემო პირუკუ ტრიალებს, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს იქ სიცოცხლის არსებობას. ეს იქნება ვენერას შემსწავლელი პირველი მისია 1978 წლის შემდეგ. ერთ მისიას ეწოდება „და ვინჩი პლუსი“, ხოლო მეორეს, „ვერიტასი“, რომელიც ვენერის გეოლოგიურ ისტორიას შეისწავლის“, რათა გაირკვეს, რატომ განვითარდა ის დედამიწისგან განსხვავებით. ამ მისიებისთვის, რომელთა სტარტი დაგეგმილია 2028-2030 წლებისთვის, 500-500 მილიონი დოლარი დაიხარჯება. კოსმოსური ერის დასაწყისში, აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა ვენერაზე მიავლინეს თავიანთი აპარატები. 1962 წელს ამერიკულმა „მარინერ-2-მა“ პლანეტას პირველმა შემოუფრინა. 1970 წელს კი საბჭოთა „ვენერა-7" პირველად დაჯდა პლანეტაზე. მას მერე ვენერის საკვლევად შედგა ორი მისია: 1989 წელს აშშ-მა გააგზავნა მის ორბიტაზე კოსმოსური ხომალდი, ხოლო 2006 წელს -ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ. ...
წყარო

Mariko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 8 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 16 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 7 თვის წინ