ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიამ მუქარის წერილი პირადად მან გადასცა

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მუქარის წერილი პირადად გიორგი გახარიამ გადასცა. ამის შესახებ ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში ისაუბრა, სადაც ჰკითხეს შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ისინი პარტნიორები გამხდარიყვნენ. "ამ ეტაპზე მე მისი მხრიდან ვხედავ ტყუილს. თუკი ის იტყვის, რატომ გადმომცა მე ის წერილი, რატომ გააჩერა ანაკლიის პროექტი... [წერილი] მან გადმომცა, პირადად, რა თქმა უნდა... მე ვამბობ ამას სრული პასუხისმგებლობით... გაბედულება აკლია, რომ თქვას, "კი, მე დავუშვი შეცდომა და ეს გააკეთა", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ. გახარიას გუნდის წევრი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ დაიწყეს ამ საკითხზე საუბარი სამი წლის შემდეგ და "სამი წელი რატომ იყვნენ ჩუმად". მმართველი პარტიის ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დღეს ამბობს, რომ "ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას". 2019 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ პროკურატურაში მიმდინარეობდა გამოძიება "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ. მათ გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება. გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე თვეში ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თქვეს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ შუამავლის ხელით გაუგზავნა. ამ წერილის მიხედვით, მ.ხ.-ს (სავარაუდოდ, მამუკა ხაზარაძე, ავტ.), „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“ უნდა შეესრულებინა სამი პირობა: "უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე. გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან)"; "მ.ხ.-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი)"; "არტარეას" უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი". "თიბისის" დამფუძნებლების წინააღმდეგ საქმეს ოპოზიცია პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. სწორედ საქმის აღძვრის შემდეგ გადაწყვიტეს ჯაფარიძემ და ხაზარაძემ პოლიტიკაში მოსვლა. ...
წყარო

Mila

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 12 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 38 წუთის წინ

Eva

თბილისი
  • 37 წუთის წინ

Tata

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 38 წუთის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Aida

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ