რუსეთისა და ბელარუსის სპეცსამსახურები დასავლეთის წინააღმდეგ ერთობლივად იმოქმედებენ

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი გააძლიერებენ თანამშრომლობას, რომელიც, როგორც ამ უწყებათა ხელმძღვანელობის ერთობლივი განცხადებით ჩანს, დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ იქნება მიმართული. რუსეთისა და ბელარუსის სპეცსამსახურების ხელმძღვანელების, სერგეი ნარიშკინისა და ივან ტერტელის შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართა ბელარუსის ქალაქ ვიტებსკში. როგორც ბელარუსის ოფიციალური სააგენტო "ბელტა" იუწყება შეხვედრა „ტრადიციული ძმური ურთიერთობის სულისკვეთებით“ მიმდინარეობდა. მხარეები შეთანხმდნენ, „ერთობლივად იმოქმედონ დასავლეთის დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ, რომელიც საკავშირო სახელმწიფოს სივრცეზე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია რუსეთისა და ბელარუსის სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა ერთობლივ განცხადებაში. სშეხვედრსი სხვა დეტალები უცნობია. ვიტებსკში რუსეთისა და ბელარუსის სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრის ფონია მორიგი დაძაბულობა დასავლეთსა და ბელარუსს შორის, რაც განაპირობა 23 მაისს კომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დაჯენამ მინსკის აეროპორტში და ცნობილი ბელარუსი ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩისა და მის მეგობრის, სოფია საპეგას, დაკავებამ. ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კომპანია „რაინეარის“ სამგზავრო თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვებისა და ჟურნალისტ რამან პრატასაევიჩის დაპატიმრების გამო, ალიანსის 14 ივნისის სამიტზე, ბელარუსისათვის მორიგი სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ. ...
წყარო

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 3 საათის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 6 საათის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 3 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 3 საათის წინ

Zarra

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 12 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 7 თვის წინ

Mistress

თბილისი
  • 8 საათის წინ