ეროვნული ბანკი იაგო ხვიჩიას პასუხობს

საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება პარტია „გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებას. სებ-ი ხვიჩიას ადანაშაულებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშის განხილვის დროს დამახინჯებულ ინფორმაციის გავრცელებაში. „ციტატა, რომელიც ბატონმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიშიდან პარლამენტში წაიკითხა, აღწერდა შემოდგომაზე მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას არსებულ ეკონომიკურ გარემოს და არა კონკრეტულად ინფლაციის მიზეზებს. შესაბამისად, ბატონი იაგო ხვიჩიას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომმა განსაზღვრა, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფლაციაზე მოქმედ ფაქტორებთან დაკავშირებით კი წლიურ ანგარიშში, იმავე ციტატის წინა აბზაცში, ცალსახად არის განმარტებული ინფლაციის ზრდის მიზეზები: „...თუმცა კორონავირუსის მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა შოკმა ინფლაციის ტრაექტორია შეცვალა. ინფლაციასთან დაკავშირებული ცვლილებები პანდემიის შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების შედეგად მიწოდების ჯაჭვების დროებით მოშლას, პანდემიის თანმდევი გაზრდილი ხარჯების საბოლოო ფასში ასახვასა და ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებას უკავშირდებოდა", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. გარდა ამისა, როგორც ეროვნული ბანკი აღნიშნავს, დეპუტატმა რეგიონის ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებლებზე საუბრისას „სრულიად არარელევანტური, სხვადასხვა პერიოდის მონაცემები შეადარა". განცხადებაში ნათქვამია, რომ იაგო ხვიჩიას განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანში წლიური ინფლაცია 3.7%-ს და 2.8%-ს შეადგენდა. „აღნიშნული არა მიმდინარე მონაცემები, არამედ 2020 წლის დეკემბრის მაჩვენებლებია და, თუ ამ პერიოდზეა საუბარი, ანალოგიურ პერიოდში საქართველოში ინფლაციის დონე 2.4% იყო. სწორი ინფორმაციის მისაცემად აუცილებელია მონაცემების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარება", - აცხადებს სებ-ი. გუშინ "გირჩის" ლიდერმა და პარლამენტის წევრმა იაგო ხვიჩიამ უტიფრობა უწოდა ეროვნული ბანკის განმარტებას ქვეყანაში მაღალი ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე. "[როგორც თქვენ აღნიშნავთ] საქართველოში ინფლაცია 2020 წელს, რომლის ერთ-ერთი მიზეზი არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი ვითარება, არის 7 პროცენტზე მაღალი. სომხეთში - 3,7%-ია, აზერბაიჯანში 2,8%. ანუ ამ ორმა ქვეყანამ ომი გადაიტანა, ჩვენ ამათი ომის გამო ინფლაცია დაგვეწყო, მაგრამ ჩვენი ინფლაცია უფრო მეტია, ვიდრე ომის მონაწილე ქვეყნებში... თქვენ ამაში არაფერი არანორმალური არ გგონიათ - თურმე სიგიჟის გჯერათ... ასეთი უტიფრობით, რომ თურმე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი საქართველოს ინფლაციაზე...
წყარო

Elza

თბილისი
  • 2 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 3 საათის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 11 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 14 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 10 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 1 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 დღის წინ