პროკურატურასთან აქციაზე პოლიციამ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი დააკავა

პროკურატურასთან აქციაზე პოლიციამ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი დააკავა. კონკრეტულად რას ედავება მას სამართალდამცავი უწყება, უცნობია. ის პოლიციის მანქანით გადაიყვანეს. როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მაქარაშვილს პარლამენტის არჩეულ დეპუტატ ელენე ხოშტარიასთან ერთად პროკურატურაში შესვლა სურდა. მისი დაკავების შემდეგ პოლიციამ პროკურატურასთან კორდონი მოაწყო და არ აძლევენ მოქალაქეებს შესასვლელში ყოფნის უფლებას. три ამ წუთებში პროკურატურასთან აქცია ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო ძალადობისა და სავარაუდო გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიღების მოთხოვნით იმართება. საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია არათუ სამოქალაქო აქტივისტებისთვის, არამედ სახალხო დამცველისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი. ასევე ნახეთ "დასაჯეთ მოძალადეები" - პროკურატურასთან ნინოწმინდის პანსიონის საქმეების გამოძიებას ითხოვენ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ ოთხი გამოძიებაა დაწყებული. მათ შორის, ერთი - სავარაუდო გაუპატიურების, დანარჩენი სამი კი სავარაუდო ძალადობის შესახებ. ასევე ნახეთ ის, რაც პანსიონში ხდებოდა - ნინოწმინდის ყოფილი ბინადრის მონათხრობი "სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე", - აცხადებს სახალხო დამცველი. ასევე ნახეთ დეკანოზი თამაზ ლომიძე: ნამახვანზე დიდი პრობლემაა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის აპარატი ამ ეტაპზე ამ საქმეებზე დამატებით ინფორმაციას არ ფლობს. როგორც მეუფე სპირიდონ აბულაძემ საპატრიარქოს ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, პანსიონში ამ ეტაპზე 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. იქ ამ დრომდე არ უშვებენ სახალხო დამცველის წარმომადგენელს. ...
წყარო

Elena

თბილისი
  • 14 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 10 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 1 დღის წინ

Milana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lusi

თბილისი
  • 6 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 12 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 7 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ