ნათია მეზვრიშვილი: …ვიხილეთ ჩვენ ეს  სამარცხვინო პროცესი

„ვერანაირი გულწრფელი პროტესტი ვერ ამართლებს და ვერ გაამართლებს ამ ქვეყანაში პარლამენტში შტურმით შეჭრას, პოლიციელებზე თავდასხმას და პოლიციელების კორდონიდან გატაცებას“, – ასე გამოეხმაურა ექსპრემიერი გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენელი ნათია მეზვრიშვილი 20 ივნისის მოვლენებს გადაცემა ,,რეაქციის“ ეთერში. მეზვრიშვილმა ბოლო დროს ,,ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედებებმა საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანას თავი მოსჭრა. „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდის ნაბიჯებით, ქვეყანაში გაამყარა ის შეგრძნება, რომ ვერ მოხდება შტურმის ორგანიზატორების დასჯა, თავიანთი ამომრჩეველი მათ სულელი ჰგონიათ, ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომ საერთაშორისო აპარეზზე  თავი მოგვჭრა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები გახადა იძულებული, ორჯერ ჩამოსულიყვნენ ამ ქვეყანაში, ვიხილეთ ჩვენ ეს  სამარცხვინო პროცესი“, -განაცხადა მეზვრიშვილმა. მისივე თქმით, ,,ქართულმა ოცნებამ“ დასავლელ პარტნიორებს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობა თავადვე, ძალით აღიარებინა. ,,ხელისუფლებამ პარლამენტზე შტურმის ორგანიზატორები ფაქტიურად აქცია პოლიტიკური მოლაპარაკების საგნად და დასავლელ პარტნიორებს აწოდებინეს მათზე პოლიტიკური პატიმრები“, – განაცხადა მეზვრიშვილმა. შეგახენებთ: 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, 2021 წლის თებერვალში ხელისუფლებამ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისზე შტურმის ბრალდებით დააკავა, რასაც დასავლელი და ევროპელი პარტნიორების მხრიდან ნეგატიური შეფასება მოყვა. სწორედ ნიკა მელიას დაკავების საკითხი გახდა მაშინდელი პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლის მიზეზი....
წყარო

Monika

თბილისი
  • 10 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 14 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 8 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 8 საათის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 14 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 18 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 18 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 9 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 13 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 თვის წინ